0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ლაგოდეხში ეკო ბანაკი გაიხსნა

11 ივნისი, 2018- საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე ეკო ბანაკი - „ოჩოკემპი“ გაიხსნა. 

საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ სოციალური მეწარმეობის თემაზე გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული “შესაძლებლობების სივრცის“ პროექტი, რომელიც სოციალური საწარმოს შექმნას ითვალისწინებდა, 50 000 ლარით დაფინანსდა. ეკოლოგიასა და  ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვის მიზნით ლაგოდეხის ნაკრძალის 1 000 კვ. მ. ფართობის ტერიტორიაზე  მოეწყო იფრასტრუქტურა. კერძოდ:  აშენდება ადაპტირებული სველი წერტილები, დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები, აიგო  დამხმარე შენობები − სამზარეულო და ხის ღია სასადილო სივრცე. მოეწყო სპეციალური საკარვე ტერიტორია, რომელიც გათვლილია ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებზე. 

ბანაკი ადაპტირებულია მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის და ერთდროულად 50-მდე ვიზიტორის, მათ შორის, ინკლუზიური ჯგუფების მიღება შეუძლია. 

ბანაკის ტერიტორიაზე შესაძლებელია ღია ცის ქვეშ კონფერენციების, კინოჩვენებების, გამოფენების, სოციალურ კამპანიების, ტრენინგების, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარება. საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სოციალურ საწარმოში 5 პირი, მათ შორის, შშმ პირები დასაქმდებიან, საწარმოს შემოსავალი კი სოციალური მისიის განხორციელებას მოხმარდება. 

საქართველოს ბანკი სოციალური საწარმოების დაფინანსებას 2017 წლიდან ახორციელებს და ჯამში 10 სოციალური საწარმოს შესაქმნელად  386 917  ლარამდე  საგრანტო  დაფინანსება გამოყო. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები