0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკის კლიენტი მეწარმეები საკონსულტაციო დახმარებას მიიღებენ

თიბისი ბანკის კლიენტი მცირე და საშუალო საწარმოები ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას უცხოელი კონსულტანტებისგან მიიღებენ. ამის შესაძლებლობას მათ თიბისი ბანკის ”ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა” და  ჰოლანდიური ტექნიკური დახმარების პროგრამა  PUM Netherlands senior experts  აძლევთ. ტექნიკური დახმარების პროგრამაში მოსახვედრად საწარმოებმა სპეციალურ კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა. კონკურსის შედეგად 10 კომპანია შეირჩევა, რომელთაც  საშუალება მიეცემათ რამდენიმე კვირით, მინიმალური დანახარჯით,  თავიანთი ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისათვის მოიწვიონ ჰოლანდიელი სპეციალისტები და კონსულტანტები, ხოლო მეორე ეტაპზე, ჰოლანდიაში სტაჟირებაზე მიავლინონ თავიანთი თანამშრომლები. კონსულტაციები, რომლებსაც ქართველი მეწარმეები მიიღებენ საქართველოში და ჰოლანდიაში, მოიცავს როგორც ტექნიკურ, ასევე მენეჯმენტის საკითხებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანია აუცილებელია აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა ჰყავდეს მინიმუმ 10 თანამშრომელი,  ჰქონდეს საქმიანობის მინიმუმ 2 წლიანი ისტორია და იყოს თიბისი ბანკის მსესხებელი კლიენტი. ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში კონკურსის შედეგად  შესარჩევი პრიორიტეტული დარგებია მრეწველობა (მათ შორის ნებისმიერი ტიპის წარმოება და გადამუშავება) და სოფლის მეურნეობა. PUM Netherlands senior experts, რომელსაც ნიდერლანდების მთავრობა აფინანსებს,  სხვადასხვა დარგის 3000-ზე მეტ სპეციალისტს,  ექსპერტს, მენეჯერს, მეწარმეს და კონსულტანტს  აერთიანებს, რომლებიც უკვე 30 წელია ხელს უწყობენ  მეწარმეობის განვითარებას  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც. თიბისი ბანკი, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებასა და განვითარებაზე, ამჯერად, საკუთარი კლიენტების წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ჰოლანდიურ პროგრამასთან იწყებს თანამშრომლობას. ბანკი აპირებს შემდგომშიც გააგრძელოს  ამ სექტორისთვის სასარგებლო პროექტების ინიცირება და შეთავაზება. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, რომლებიც მონაწილეობის კრიტერიუმებს შეესაბამებიან, უნდა შეავსონ tbcbusiness.ge –ზე განთავსებული სააპლიკაციო განაცხადი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები