0 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი : დღევანელი დღე წარმატებულია თქვენთვის, შეძლებთ კონტრაქტის დადებას და ახალი საქმის წამოწყებას. კარგი დროა მიზნის მისაღწევად. კურო: დარწმუნებული იყავით, რომ დღეს ყველა საკითხში წარმატების დიდი შანსი გაქვთ. იგრძნობთ შემოქმედებითი და აქტიური ენერგიის მოზღვავებას. შესაძლებელი იქნება ახალი პერსპექტივების დასახვა. პირად ურთიერთობაში სიხარული და წარმატებაა მოსალოდნელი. ახლობელი საჩუქრით გაგახარებთ. გაგიუმჯობესდებათ ოჯახური ურთიერთობა. ტყუპები: დღევანდელი დღე იქნება ეფექტური, თუ თქვენ პოტენციალს სწორად გამოიყენებთ. ფიზიკური დატვირთვა ნამდვილად არ გავნებთ. არანაირ დოკუმენტს არ მოაწეროთ ხელი, თქვენს სასიკეთოდ გადაჭრით ფინანსურ პრობლემებს. კირჩხიბი: იფიქრეთ დამატებითი შემოსავლის წყაროებზე. კარგი იქნება თუ ახალ სამსახურსაც იშოვით. წარმატება გელით ფინანსურ ოპერაციებში. დღეს, საშუალება მოგეცემათ, კოლეგებში ავტორიტეტი აიმაღლოთ. ლომი: დღის დასაწყისში პრობლემების დიდი ნაწილის გადაწყვეტაში დაგეხმარებიან. დაგიბრუნებენ ვალს, რომელსაც უკვე აღარ ელოდით. იპოვით დიდი ხნის დაკარგულ ნივთებს. საღამოს მაღალია შეცდომების და სტრესის ალბათობა. ქალწული: მეგობრებს თქვენი დახმარება სჭირდებათ. კოლეგებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და ენდეთ ინტუიციას. გელით ბევრი სიურპრიზი. სასწორი: კარგი იქნება, თუ შვებულებას აიღებთ. თუ ბევრი საქმე დაგიგროვდათ პრობლემებიც იმატებს. იყავით სამართლიანი და ნაკლებად კონფლიქტური. მორიელი: მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვის ერთგულებაშიც ეჭვი გეპარებათ. არც ხანგრძლივ მგზავრობას გირჩევთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. წარმატების მისაღწევად მეტი თავდაჯერებულობაა საჭირო. კარგად აწონ-დაწონეთ ყველა ნიუანსი და ის საქმე წამოიწყეთ, რომელსაც დამოუკიდებლადაც შესანიშნავად გაართმევთ თავს. მშვილდოსანი: ეს დღე დასვენებასა და გართობას დაუთმეთ. იზრუნეთ იმიჯის განახლებაზე. ყურადღებით იყავით მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებისას, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. ელემენტარული შეცდომაც კი შეიძლება, ძვირად დაგიჯდეთ. თხის რქა: აქტიური და ენერგიული დღე გელით. საშუალება მოგეცემათ, კარიერაში მწვერვალები დაიპყროთ. გაგიმართლებთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. მერწყული: თუ არ გსურთ გარშემო მყოფებს თქვენზე შთაბეჭდილება შეეცვალოთ, საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა შეწყვიტეთ. ეცადეთ თავისუფალი დრო დღეს ოჯახის წევრებს დაუთმოთ- თქვენი ყურადღება მათ ძალიან სჭირდებათ. თევზები: შეიძლება დღეს მეგობრის პრობლემის მოგვარებაზე დიდი დრო დახარჯოთ. არანაკლები დრო დაგჭირდებათ მის დასამშვიდებლად. შესაძლოა უარყოფითი ემოციები თქვენც გადმოგედოთ და განწყობა გაგიფუჭოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები