0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

,,რეალობის ნატიფი გრძნობით...” 2 ივლისს, ოთხშაბათს 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში, გაიმართება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია - პროგრამის პრეზენტაცია. მისამართი: გაგარინის ქუჩა 29 ა თბილისის საერთასორისო თეატრალური ფესტივალი კულტურის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად, შემოდგომის თბილისის ერთერთი მთავარი მოვლენაა. და არა მარტო თბილისის - ფესტივალი დღეს კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების კულტურული მოვლენების ცენტრია. დაარსების დღიდან, საკმაოდ რთული პირველი ნაბიჯებიდან, ჩვენ ვცდილობთ საერთაშორისო კულტურულ რუქაზე ერთერთი მთავარი „მოთამაშე“ გავხდეთ. მაშ ასე! წელს მე-6 ფესტივალს, მეექვსე „სიცოცხლეს“ წარვადგენთ! თბილისი უკვე მეექვსედ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინებს! 20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის ცხოვრების რითმი მნიშვნელოვნად შეიცვლება; თბილისელების ცხოვრება - განსხვავებული გრაფიკით აეწყობა ! 20 სექტემბრიდან მსოფლიო კულტურული რუკის აქცენტი თბილისი იქნება ! 20 სექტემბრიდან თბილისის სხვადასხვა თეატრებში: ტაივანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან , მაროკოდან, ფინეთიდან - ვარსკვლავები! მსოფლიო შედევრები! მრავალფეროვანი და საინტერესო სპექტაკლები! თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი არა მარტო საუკეთესო და ლეგენდარული სპექტაკლებისა და პერფორმანსების წარდგენის შესაძლებლობაა, არამედ გამოწვევის, დისკუსიისა და კამათის მცდელობა - დიკუსიისა საკუთარ თავთან, მეგობართან, საზოგადოებასთან; კამათისა და დისკუსიის, რომელიც პატარა და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს აზრებსა და სურვილებზე. კამათისა და დისკუსიის, რომელიც ახალ აზრს ბადებს. ფესტივალი მუდმივი პროცესია - კომუნიკაციის განსხვავებული, განსაკუთრებული საშუალება ! 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვყავდა 40 000 მეტი მაყურებელი, მსოფლიოში ცნობილი, ლეგენდებად ქცეული თეატრები და მსახიობები, ისევე როგორც ისინი, ვინც ჯერ კიდევ იწყებს საერთაშორისო ცხოვრებას. ფესტივალის პროგრამა, როგორც წესი, თანამედროვე ადამიანისა და სამყაროს ერთგვარი ანარეკლია- ხშირად წინააღმდეგობრივი გრძნობებითა და აზრებით , განსაკუთრებული ოცნებებითა და განცდებით; ჩვენ ყველა ვეჩვევით ყოველდღიურობას და ხშირად უკვე დადგენილ რეალობას მიღმა რჩება ყველაზე მთავარი. სწორედ ამიტომ მუდმივ კითხვაზე თუ რა სურს ფესტივალს, ჩვენ ასეთი პასუხი გვაქვს: გავარღვიოთ საზღვრები, ვიაროთ იმ გზაზე, რომელიც უხილავია მანამ, სანამ „არტისტი“ არ გაკვალავს ამ გზას! იმ გზაზე, რომელიც მხოლოდ „შემოქმედთა“ სითამამეს“ ემორჩილება! საქართველოს ბანკის ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურება SOLO უკვე მესამე წელია მხარს უჭერს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს. ხსენებული თანამშრომლობა, უპირველეს ყოვლისა ნიშნავს SOLO–ს მიერ საქართველოში თეატრის მხარდაჭერას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც SOLO–ს მომხმარებლისთვის, ისე საქართველოში თეატრის ნებისმიერი მოყვარულისთვის სრულიად ახალ, მთელი მსოფლიოდან მოკრებილ სპექტაკლებზე დასწრების საშუალებას. 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, ოქტომბერი ქართული სპექტაკლების პროგრამა Georgian ShowCase ტრადიციულად ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართული სპექტაკლების პროგრამა წარმოადგენს. 2014 წელს ქართული სპექტაკლების პროგრამას ემატება კავკასიის და შავი ზღვის ქვეყნები GEORGIAN SHOWCASE + NEW MARKET ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული სეზონის (2013-2014) შეჯამებაა. წელს ქართულ Showcas-ზე წამოდგენილია საქართველოს სახელმწიფო, დამოუკიდებელი თეატრების და კომპანიების 40 სპექტაკლი. ვინაიდან პროგრამა ტარდება საერთაშორისო კრიტიკოსთა ასოციაციის ქართული ჯგუფის თანამშრომლობით , მათ მიერ 11 სპექტაკლია რეკომენდირებული. კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნებიდან წამოდგენილი იქნება სპექტაკლები: თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით. ფესტივალს თან ახლავს სემინარები, ვორქშოფები, შეხვედრები ფესტივალის კლუბი ყოველ საღამოს უმასპინძლებს ფესტივალის მონაწილეებს მოკლედ 2009 – 2013 თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაარსდა ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. 5 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა უმასპინძლა 77 კომპანიას შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, რუსეთი, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვეცია, ირანი, კორეა, ლიტვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი. მსოფლიო თეატრის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლებს - ჯორჯო სტრელერს, ეიმუნტას ნეკროშიუსს, რობერტ ლეპაჟს, ფილიპ ჟანტის, ბეჰრუზ გარიბპურის, მაია კლეჩევსკას, ოსკარას კორშუნოვასს, სილვიუ პურკარეტეს და მათ კომპანიებს თბილისის სხვადასხვა თეატრებმა უმასპინძლა - დიდი მადლობა მათ! საერთაშორისო პროგრამა - 120 სპექტაკლი ქართული სპექტაკლების პროგრამა - 170 სპექტაკლი მაყურებელთა რაოდენობა: 40 000 საერთაშორისო პრესა: დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ირანი, იაპონია, რუსეთი, ესტონეთი, ლიტვა და ა.შ • 2009 წელს ფესტივალმა წარადგინა საერთაშორისო პროგრამა და ქართული სპექტაკლების პროგრამა • 2011 წელს ფესტივალმა წარადგინა პროგრამა “NEW” • 2011 წელს ფესტივალი გახდა ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი –ყველაზე ასაკოვანი და პრესტიჟული ევროპული ოჯახისა, რომლის წევრები ედინბურგისა და ავინიონის ფესტივალები, ბერლინერფესტშპილე, ვენეციის ბიენალე, ისრაელის ფესტივალი და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციები და ფესტივალებია. • 2014 წლიდან ქართული სპექტაკლების პროგრამას დაემატა კვაკასიისა და შავი ზღვის ქვეყნები GEORGIAN SHOWCASE + NEW MARKET

კომენტარები

მსგავსი სიახლეები