0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ჟოლოს სამკურნალო თვისებები

ჟოლოს გამხმარ ნაყოფს გაციების დროს იყენებენ ოფლისმომგვრელ საშუალებად. მისგანვე ამზადებენ სიროფს სხვადასხვა წამლების გემოს გასაუმუჯობესებლად. ნაყოფი შეიცავს 10 პროცენტამდე შაქარს, 2 პროცენტამდე ორგანულ მჟავას, C, A, B ვიტამინებს. მისგან ამზადებენ მურაბას, კომპოტს, სიროფს, მარმელადს, ლიქიორს, ღვინოს, გამაგრილებელ სასმელებს. გაციების დროს ოფლის მოდენის მიზნით დასალევად ამზადებენ ნაყოფის წყლით გამონაწვლილს: 2 სუფრის კოვზ ხმელ ნაყოფს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, 20 წუთის შემდეგ ფილტრავენ და 2-3- ჭიქას სვამენ 1-2 საათის განმავლობაში. ჟოლოს ფოთლებში აღმოჩენილია ნაწლავების და საშვილოსნოს მუსკულატურის მასტიმულირებელი და სპაზმოლიტური მოქმედების ნივთიერებები. ფოთლების ნახარშს ხალხურ მედიცინაში იღებენ ხველის, ყელის ტკივილის, ციებ-ცხელების დროს, ხოლო გარეგან სახმარად იყენებენ ფერისმჭამელებისა და მუწუკების მოსაცილებლად. ყვავილების ნახარშით კი წითელ ქარსა ("როჟა") და თვალის ანთებას მკურნალობენ. ახლად შეგროვილი ნაყოფების ჭამას ურჩევენ ეგზემის მკურნალობისათვის. ტიბეტის მედიცინაში ფოთლების ან ნაყოფების გამონახარშს ურჩევენ ნევრასთენიის, ნევრიტის დროს და სიცხის დამწევ საშუალებად. ჟოლოს ფოთლები რეკომენდებულია, როგორც შემკვრელი საშუალება კუჭაშლილობის დროს. გააჩნია სიცხის საწინააღმდეგო თვისებაც კუჭ-ნაწლავის კატარის დროს; მასვე უწერენ კუჭში სისხლჩაქცევის, მენორარგიის, სასუნთქი ორგანოების დაავადებისა და კანზე გამონაყარის სამკურნალოდ. ყველა ამ შემთხვევაში ხმარობენ წყლით გამონაწვლილს: 2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (გაციებისას სვამენ ცხელ მდგომარეობაში). მასვე იყენებენ პირსა და ყელში გამოსავლებად ღრძილებისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ მომზადებულია მკურნალის გეს მიხედვით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები