0 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კოდუას მძიმე კანტუზია დაუდგინდა - დაპირისპირება კოდუასა და ნამორაძის ოჯახებს შორის

დავით კოდუას მძიმე კანტუზია დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ბიზნესმენის ძმა გიორგი კოდუა ავრცელებს. მისი თქმით, კოდუას დაზიანებული აქვს ტვინის გარსი და აღენიშნება დაბეჟილობა.გიორგი კოდუას განცხადებით, დავით კოდუა ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ინციდენტიდან 24 საათის შემდეგ კი დაკავებულია, მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი ნოშრევან ნამორაძე,რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. კოდუაზე განხორციელებული თავდასხმის ავტორი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ბიზნესინტერესებს უკავშირებს და წართმეულ ქონებას იხსენებს. თუმცა, შურისძიების ვერსიის არ სჯერა დაზარალებულის ოჯახს. კოდუას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინციდენტში არა მარტო ნამორაძე, არამედ სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. ერეკლე კოდუას მეუღლის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით აბაშიძის ქუჩაზე, სადაც დავით კოდუას ცემის ფაქტი მოხდა, 8 ვიდეოთვალია დამონტაჟებული, საიდანაც ფაქტის დაფიქსირება შეიძლებოდა,ამიტომ დაზარალებულის ნათესავები ახალი გამოძიების შედეგებს ელოდებიან. ნანუკა ჟორჟოლიანს გამოეხმაურა ნოშრევან ნამორაძის მეუღლე,ნინო სუთიძე "კოდუას ოჯახთან არანაირი საუბარი არ მქონია. ნანუკა ჟორჟოლიანს კი გამოვეხმაურე და გავეცი პასუხი, რომ სრულ სიცრუეს ავრცელებს. ადამიანმა, რომელიც ასეთ დანაშაულს სჩადის, რომელიც მისმა ქმარმა ჩაიდინა, მინიმუმ თავდახრილმა უნდა იაროს და არა პირიქით. გიორგი კოდუას განცხადებას კი პასუხს ვერ გავცემ, რადგან ის არ მიმაჩნია საერთოდ დალაგებულ ადამიანად", – განაცხადა ნინო სუთიძემ. ჯერჯერობით უცნობია, დაინტერესდა თუ არა შესაბამისი უწყება აბაშიძის ქუჩაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრებით ან საერთოდ, არსებობს თუ არა სისხლიანი გარჩევის ამსახველი ფირი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები