0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ტანორექსია- რუჯი თუ ავადმყოფობა?

მზეზე საათების გატარება, საკუთარი კანის ფერით უკმაყოფილება და მიდრეკილება სოლარიუმისადმი, ფიქრი იმაზე, რომ გარუჯული უფრო მიმზიდველი ხართ – ეს ტანორექსიის სიმპტომებია. ტანორექსია – ამ ტერმინით აღინიშნება გარუჯვის მიმართ გადაჭარბებული “სიყვარული”. ტანორექსიას განიხილავენ ისეთივე სერიოზულ პრობლემად, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება. ამ მიდრეკლების ერთერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ულტრაიისფერი სხივები იწვევს ენდორფინის (ბედნიერების ჰორმონის, იგივე ბუნებრივი “ნარკოტიკის”) გამომუშავებას. მზეს განსაკუთრებით თეთრი ფერის კანის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ. ისინი მზეზე ადვილად იწვებიან და წითლდებიან. გარდა ამისა, ულტრაიისფერი სხივები კანის ნაადრევი დაბერებით, გამოშრობით, დაზიანებითა და სიმსივნით კანის ნებსიმიერი ტიპის მქონე ადამიანს ემუქრება. ტანორექსიას განიხილავენ ისეთივე სერიოზულ პრობლემად, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება. ამ მიდრეკლების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ულტრაიისფერი სხივები იწვევს ენდორფინის (ბედნიერების ჰორმონის) გამომუშავებას. ტანორექსიკებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ზედმეტი რუჯი სულაც არ უხდებათ და ამით უფრო მიმზიდველები არ ხდებიან. ულტრაიისფერი სხივები უამრავ დაავადებას იწვევს. თვითმკურნალობის საუკეთესო საშუალება საწყის ეტაპზე ავტორუჯის გამოყენებაა. ან აუცილებელია დაიცვათ უსაფრთხოების შემდეგი ნორმები: მზეზე ან სოლარიუმში გარუჯვამდე ნახევარი საათით ადრე წაისვით დამცავი კრემი, სოლარიუმში კი აუცილებლად გაიკეთეთ სათვალე. მზეზე გასარუჯად კი აირჩიეთ დილა ან საღამო. pink.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები