0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს, უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება."

შინაგან საქმეთა მინისტრი შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს. ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაციები, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება. ჭიკაიძე აღნიშნავს, რომ ის რაც უკრაინაში მოხდა, განაპირობა იმან, რომ იქ ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე, რაც მინისტრის თქმით, საქართველოში არ შეიმჩნევა. ჭიკაიძე აღნიშნავს, რომ იგეგმება ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება, და "შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება". მისივე თქმით, არის ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, გამოიწვიონ ქვეყანაში აურზაური და ეს კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ. "მათ აქვთ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას, ხალხისა და ოპონენტების ცემას, რათა ეს ყველაფერი მერე სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად დაისჯებიან! ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, არ დავუშვათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და აღვკვეთოთ ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მათ, პირველ რიგში, საზოგადოება უპასუხებთ და გაცილებით მკაცრად. საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სისხლი დაიღვარა. ეს ხალხს აღარ სჭირდება, ხალხს სჭირდება სიმშვიდე და ნორმალური განვითარება. შეეცდებიან, ევროპელ პოლიტიკოსებს ცრუ ინფორმაციები მიაწოდონ და ამით გარკვეული წრეების მხარდაჭერა მოიპოვონ. მიზანი შეიძლება იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა, ხელისუფლების შეცვლა და ა.შ. არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეს სცენარი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აამუშაონ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, გარკვეული ნიადაგი მანამდეც მოსინჯონ", - აღნიშნა ჭიკაიძემ. primetimenews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები