0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ფანჯრებს ქვემოთ დავდგეთ და დაველოდოთ შეასრულებს თუ არა სიტყვას“- დაპირისპირება ღლონტსა და გვარამიას შორის

ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძრვანელი მამუკა ღლონტი ფეისქუქის გვერდზე „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნუკა გვარამიას პასუხობს ,,როგორც იცით “მაესტრო“ საკაბელო ტელევიზიაა. “რუსთავი 2 ის“ და “იმედისგან“ გასხვავებით მაყურებლების შეზღუდული რაოდენობა ჰყავს. მაგრამ ეს არ ეხება საკაბელო კომპანიებს, სადაც ამ სამ ტელეკომპანიას მაყურებლების ერთნაირი რაოდენობა ჰყავთ. ჩვენს ტელეკომპანიას ბოლო წელს ჰქონდა თითქმის 500% იანი რეიტინგული ზრდა, ქვემოთ მოცემული ბმული გახლავთ ბოლო ერთი თვის ეგრეთწოდებული ფიფელმეტრების მიხედვით შექმნილი ოფიციალური რეიტინგები, სადაც ნათლად ჩანს რომ სხვაობა ერთნაირ ველზე, ანუ იქ სადაც თანაბარი რაოდენობის მაყურებელია, “მაესტროს“ და “რუსთავი 2ს“ შორის მიზერულია, მათ საგრძნობლად ჩამორჩება იმედი. ასე რომ თუ დავიჯერებთ ნიკა გვარამიას სიტყვებს როდესაც ის ამბობს ვციტირებ “„მაესტროს“ რეიტინგი რომ მქონდეს ფანჯრიდან გადავხტებოდი“ დროა მის ფანჯრებს ქვემოთ დავდგეთ და დაველოდოთ შეასრულებს თუ არა სიტყვას :))))" -წერს ღლონტი. შეგახსენებთ,რომ ნიკა გვარმიასა და მამუკა ღლონტს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ "თი-ვი-ემ-არ" -ის ინციდენტიდან დაიწყო და ახლა IRI-ს მედია რეიტინგებით გრძელდება. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული IRI-ს მედია რეიტინგები „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას შეაფასა და ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, რომ ამ კვლევებით, „რუსთავი 2“-ს, „მაესტროს“ მსგავსად 21-პროცენტიანი ნდობა რომ ჰქონდეს, ფანჯრიდან გადახტებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები