0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბერ გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამთავროს დედათა მონასტერში სამშაბათს გადააბრძანებენ

ბერ გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამთავროს დედათა მონასტერში სამშაბათს გადააბრძანებენ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში სამშაბათს გადააბრძანებენ. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, 1 აპრილს, 17:00 საათზე ღირსი მამა გაბრიელის ნეშტი გადასვენებული იქნება სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც ის მოღვაწეობდა. მამა გაბრიელის საფლავი 22 თებერვალს გახსნეს. ღირსი მამის ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში, ხოლო შემდეგ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც უწმინდესმა წმინდა ნაწილები მოილოცა. 24 თებერვლიდან კი წმინდანის სხეული სამების ტაძარშია დაბრძანებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები