0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როცა პუტინმა ყირიმის შეერთებას ხელი მოაწერა, ჩემი სიხარული აპლოდისმენტით გამოვხატე

სოციალურ ქსელში გავრცელებული რუსეთსი მოღვაწე ქართველი მომღერლის დიანა ღურწკაიას განცხადებას საზოგადოების მხრიდან დიდი გაღიზიანება მოჰყვა, ,, როცა პუტინმა ყირიმის შეერთებას ხელი მოაწერა, ჩემი სიხარული აპლოდისმენტით გამოვხატე“ ამის შესახებ მომღერალმა დიანა ღურწკაიამ „ვეჩერნაია მასკვასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „მე მოუთმენლად ველოდებოდი რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის რეფერენდუმის შედეგებს. როცა პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, მე ამას აპლოდისმენტებით შევხვდი, რადგან ისტორიულმა სამართლიანობამ იზეიმა. და ეს მოხდა ყირიმელების ნების გამოვლენითა და ვლადიმირ პუტინის გადამწყვეტი, მტკიცე ნაბიჯების გამოისობით. უნდა ვთქვა, რომ ბოლო დროს რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ უცხოელების დამოკიდებულებაც შეიცვალა. ისინი უკვე პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას და ეს ასე იქნება მომავალშიც. ეს კი ჩვენი პრეზიდენტის დამსახურებაა, დიდი მადლობა მას ამისთვის“, – ამბობს დიანა ღურწკაია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები