0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კახეთში 17 წლის გოგონას ძალით ათხოვებდნენ, მან კი თავი მოიკლა

სუიციდის შემთხვევა კახეთში - თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში 17 წლის გოგონამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. არაოფიციალური ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახის გადაწყვეტილება გახდა. მშობლები გოგონას ტრადიციის მიხედვით ნიშნავდნენ, გარდაცვლილს კი სხვა მამაკაცი უყვარდა. გოგონა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმების თქმით, პაციენტი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას ცეცხლსასროლი ჭრილობა ყელისა და მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. 1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები