0 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყირიმში, რეფერენდუმის მონაწილეთა 95%-მა რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირა

რეფერენდუმის კომისიის თავმჯდომარის სერგეი მალიშევმის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ყირიმის რეფერენდუმის მონაწილეთა 95%-ზე მეტმა რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. მისი თქმით, ხმების 50%-ზე მეტი უკვე დათვლილია და ამომრჩეველთა მხოლოდ 3%-მა არ დაუჭირა მხარი ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთებას, ხოლო ბიულეტენების 1% ბათილად იქნა ცნობილი. ყირიმში 16 მარტს რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმზე ორი კითხვა იყო გატანილი, რომელთაგან არც ერთი ითვალისწინებდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ამჟამინდელი სტატუსის შენარჩუნებას. კერძოდ, პირველი შეკითხვა ასეთი იყო: უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სამართლებრივ სუბიექტად? მეორე კითხვა კი, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ფორმალურად დარჩენას გულისხმობს და იგი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს? ეზგიტპოლის შედეგის თანახმად, ამომრჩეველთა 93%-მა ყირიმის რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები