0 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიდმარხვა დაიწყო-როგორ უნდა დავიცვათ მარხვის პირველი კვირა?

მარხვა არ არის მხოლოდ წიწიბურასა და კომბოსტოს მირთმევა. მარხვის მთავარი ნაწილი სულიერი მარხვაა, ხორციელი კი მას ეხმარება. შევეცადოთ, რომ არამხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც მკაცრად ვიმარხულოთ. რა თქმა უნდა, არ უნდა მივიღოთ ცხოველური საკვები. სამარხვო საკვების მიღების დროსაც ზომიერება გვმართებს. პირველი კვირის ხუთი დღე უზეთო მარხვაა, შაბათ-კვირას კი ზეთი უკვე შეიძლება. საკვების ზედმეტი მიღება, განსაკუთრებით კალორიულისა, იწვევს ენერგიეს ჭარბად დაგროვებას ორგანიზმში და ეს ენერგია, ხშირ შემთხვევაში ვნებები რეალიზდება დაცემით და მანკიერი ჩვევებით. მთელი მარხვის პერიოდში აუცილებელია ადამიანმა შეზღუდოს ტელევიზორის ყურება, პირველ და ბოლო კვირებში სასურველია საერთოდ არ ჩართოს. არ უნდა იაროს დაბადების დღეებსა და წვეულებებზე, თეატრებში, კინოებსა და სხვა გასართობ პროგრამებზე. გარეთ უნდა გამოვიდეს მოწესრიგებული, დავარცხნილი-დაბანილი, მხიარული, ისე, რომ არ ეტყობოდეს მარხულობს თუ არა. ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უნდა გამოიტიროს ცოდვები, იმარხულოს უფლის წინაშე და არა ხალხის დასანახად. www.ambioni.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები