0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სიყვარული – ათასი ავადმყოფობის წამალი

როგორც ექიმები ირწმუნებიან, თანამედროვე ადამიანის ფიზიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესებას, უპირველეს ყოვლისა, დაძაბული თანამედროვე ცხოვრება და სტრესებით აღსავსე ყოველდღიურობა იწვევს. ამის საწინააღმდეგო წამლის გამოგონება კი ჯერჯერობით ადამიანის ძალებს აღემატება. და მაინც, ფრანგი მეცნიერები, რომლებმაც დაწვრილებით შეისწავლეს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ძვრები, ამტკიცებენ, რომ ათასი დაავადების წამალი… სიყვარული და მისით ტკბობაა.სიყვარული სასარგებლოა გულისათვის როცა ჩვენ სიყვარულით ვტკბებით, გულისცემა ხშირდება, რაც გგულსისხლძვარღვთა შესანიშნავი ვარჯიშია, თავისებური ~გულის აერობიკა~. ამრიგად, სიამოვნების მიღებასთან ერთად, ჩვენ ვავარჯიშებთ ორგანოს, რომელზედაც დამოკიდებულია ჩვენი სიცოცხლე, მაგრამ ეს სასარგებლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პარტნიორები არ ცდილობენ ~კამასუტრას~ მთელი კომპლექსის შესრულებას. სიყვარული, როგორც ღვთიური შეგრძნება სექსუალური აღგზნება ხელს უწყობს ქიმიური ნივთიერების, ენდორფინის გამოყოფას. მას კი ~ბედნიერების ჰორმონს~ უწოდებენ. სწორედ იგი ეხმარება ადამიანს ~მეშვიდე ცის დაპყრობაში~. შევნიშნავთ, რომ ასეთი თრობა და გაბრუება გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მიღება. თან სრულიად უფასოა სიყვარული – საუკეთესო წამალი სტრესის წინააღმდეგ სიყვარულის ტკბობა დადებითად მოქმედებს განწყობაზე. ამაღლებს იუმორის შეგრძნებას. ყურადღებით დააკვირდით ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ბოროტდებიან და ბრაზდებიან – უდავოა, რომ მათ სექსუალურ ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არ არის. ასე რომ, თუკი თქვენ არ გსურთ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იყოთ, სწრაფად მოჰკიდეთ ხელი მეუღლეს და საძინებელი ოთახისკენ გაემართეთ. სიყვარული – ვარჯიშის ნაცვლად სექსუალური თამაშები ვარჯიშისა თუ აერობიკის მშვენიერი ალტერნატივაა. მათი დახმარებით ადამიანი ინარჩუნებს კუნთების მოქნილობასა და ტონუსს. ეს იგივე სპორტია, მხოლოდ უფრო ნაკლებად დამღლელი და უფრო სასიამოვნო. სიყვარული – საძილე საშუალების ნაცვლად უძველესი დროიდან ქალები მამაკაცები საყვედურობენ, რომ ისინი მყისვე იძინებენ, როგორც კი… მაგრამ რა არის გასაკვირი ამაში? წარმატებული ექსი ხომ ზედმეტი დაძაბულობისგან ათავისუფლებს ადამიანს. სხვათა შორის, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ იმაზე, რომ სიყვარულით ტკბობის გამო გამოძინებას ვერ მოასწრებთ… სექსის შემდეგ ტვინი ორჯერ უფრო უკეთესად ისვენებს, ვიდრე ჩვეულებრივი ძილის დროს.სიყვარული – სისხლის მიმოქცევის სტიმულატორი ესეც ბუნებრივია, რადგან გული უფრო სწრაფად სცემს, მაგრამ, რაც მთავარია, სიყვარული აუმჯობესებს პერიფერიულ მიმოქცევას და ხელს უშლის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას. სიყვარული – პროსტატის კიბოს წინააღმდეგ გარკვეულ ასაკს მიღწეულ ნებისმიერ მამაკაცს ემუქრება ამ დაავადების საფრთხე, მაგრამ ექიმთა მტკიცებით, სექსი მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს. სიყვარული – გახდომის საშუალება ეს საკმაოდ მარტივია: ათწუთიანი აქტიური სექსის დროს იწვება 200 კ/კალორია. ასე რომ, გადაწყვიტეთ, რამდენი კალორიის მოცილება გსურთ. სიყვარული- კოსმეტიკური მასაჟის ნაცვლად კოცნის დროს სახის 29 კუნთი მუშაობს. არც ერთი სახის კოსმეტიკური მასაჟი არ არის ამდენად ყოვლისმომცველი. სიყვარული და მეხსიერება სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ხნიერი ადამიანები, რომლებიც სექსუალურ აქტივობას ინარჩუნებენ, ასაკის მიუხედავად შესანიშნავი მეხსიერებითა და თავის ტვინის ნორმალური მოქმედებით გამოირჩევიან. სიყვარული – უნაყოფობის მკურნალი რეგულარულ სექსუალურ ურთიერთობას ნორმაში მოჰყავს ჰორმონები დ უნაყოფობის რისკს ამცირებს. მაშ ასე, გიყვარდეთ ერთმანეთი და ჯანმრთელობა არასოდეს გიღალატებთ! www.mary.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები