0 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ბოძებზე ჯვარცმული შევარდნები რეზიდენციაში ანუ ვის ეთაყვანებოდა იანუკოვიჩი?

ამ დღეებში უკრაინელი ოპოზიციონერების მიერ დაპყრობილ იანუკოვიჩის მეჟიგორიეს რეზიდენციაში ჟურნალისტებმა მრავალი საინტერესო რამ იპოვეს. ზოგს თუ იანუკოვიჩის ოქროს უნიტაზი და ფუფუნების სხვა საგნები აინტერესებდა, სხვები ცნობილ მიწურებში კურდღლებსა და სხვა ცხოველებს ეძებდნენ... და შოკირებულნი დარჩნენ! მათ ბოძებზე ჯვარცმული შევარდნები იხილეს. ინტერნეტ ქსელში გაჩნდა ვერსია, რომ ჩვენს წინაშეა ძველი, დამცავ-მაგიური რიტუალის ნაწილი. როგორც ცნობილია, მტაცებელი ფრინველები ჯვარცმული ავაზაკების სხეულებს კორტნიდნენ. ეს ხვედრი თავიდან რომ აეცილებინათ, ჯვარზე თვით მტაცებელ ფრინველს აკრავდნენ. Imperial Commissar-ის ვერსიით, ყურადღება უნდა მივაპყროთ ერთ დეტალს: აქ რამოდენიმე ჯვარია. როგორც ცნობილია გოლგოთაზე ქრისტეს გარდა კიდევ ორი ავაზაკი გააკრეს, ერთი მარჯვნივ (კეთილგონიერი), ხოლო მეორე (მარცხენა მხარეს) (ბოროტმზრახველი). აქ ჩვენ ვხედავთ ორ ტაუ-ჯვარს და ერთ ლათინურს. თანაც ერთი ჯვარი, როგორც ჩანს სხვა ორ ჯვარზე წინ არის დაყენებული. ტაუ-ჯვარი გაერთიანებული წრით ძველეგვიპტურ "ანხს" (ტაუს სახის იეროგლიფი) წარმოადგენს. რადგან ბიბლიურ ეპოქაში ეს სიმბოლო ებრაული ალფავიტის ბოლო ასოს წარმოადგენდა, ის სამყაროს აღსასრულის სიმბოლოდაც იქნა აღქმული; ტაუ იყო აგრეთვე ისრაელის გადარჩენის სიმბოლო, რომელიც ეგვიპტეში მცხოვრებმა ებრალებმა საკუთარ კარებზე გამოსახეს, რათა დაეცვათ სახლები, როდესაც სიკვდილის ანგელოზი ჩამოივლიდა და ეგვიპტელთა პირმშოებს გაანადგურებდა. ამან ტაუ დაცვის საზოგადო ნიშნად აქცია. არის თუ არა ეს ყოველივე შემთხვევითი? წყარო: apocalypse.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები