1 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,წადი რა იმსახიობე, ტვინი ნუ მოტ**ნი"-დაპირისპირება თუთბერიძეს,ყიფშიძესა და არველაძეს შორის

ბოლო დროის განმავლობაში ფეისბუქის სტატუსების საშუალებით საკუთარი აზრის დაფიქსირება საკმაოდ აქტუალური გახდა,ფეისბუქი ერთგვარი სოციალური მედიის როლსაც თამაშობს "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე საკუთარ გვერდზე მსახიობ გიორგი ყიფშიძეს პასუხობს, რომელმაც გიორგი არველაძეს საჯაროდ აგინა. "აუ წადი რა იმსახიობე, ტვინი ნუ მო***ნი! არა ბიჭო, შენმა მზემ, ნამეტანი საამაყო ერი ვართ. საამაყო ერი და მართლაც რომ ერი, არის უკრაინა და უკრაინელი ხალხი, რომლებიც დღეს საკუთარ სიცოცხლეს წირავენ საკუთარი ქვეყნის განვითარებისა და თავისუფლებისათვის. ჩვენ კიდევ რუსულ რომანსებზე დავწანწალებთ 2008 წლის ომის მე-5 წლის თავზე და რუსების მიერ მოწყობილ ოლიმპიადაზე ჩა***ბი გამოვდივართ. სამარცხვინოები ვართ და უთავმოყვარეოები აბა რა ვართ?! არველაძის ადვოკატობას არ ვაპირებ... ის არ მოგწონთ, (გიორგი ყოფშიძე) თავს საზოგადო მოღვაწედ რომ თვლის? :))))) საზოგადო მოღვაწე ჩემთვის ილიაა ჭავჭავაძე", - წერს თუთბერიძე. ეს ყველაფერი კი გამოწვეული იყო ორი დღის წინ "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი არველაძის ასეთი განცხადებით "არავის ეწყინოს, მაგრამ უკრაინელი გმირი ხალხის შემხედვარეს, მრცხვენია, რომ იმ ერის შვილი ვარ, რომელიც "იმიტირებულ ქრონიკაზე" ეროვნულ პანიკაში ჩავარდა და ფართხაფურთხით გაიქცა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისკენ… ბოდიში…", - დაწერა არველაძემ,რომელზეც პასუხი ასევე სტატუსით გასცა მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ: "შენი გამჩენი მოვ...ნ". გიორგი არველაძე გიორგი ყიფშიძეს რამდენიმე საათში გამოეხმაურა და შემდეგი საპასუხო სტატუსი დაწერა: "სოციალურ ქსელებში გინება პატარა კაცების საქმეა.. კაცუნების... ისეთების, რომლებსაც ამის კეთება თვალებში ჩახედვით არ შეუძლიათ.." თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სამ ადამიანს შორის სერიოზული "სოციალურ ქსელური " ომია გაჩაღებული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები