1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მეგობარს ასეთ ემოციურ ლექსს ძალიან იშვიათად უძღვნიან

გათენდა მუხბე(გამზას) ვიცი რომ ისევ ისეთივე დარდი გამძიმებს, ყმაწვილკაცობის ცრემლიანი თვალები შეგრჩა, ყორანი დაჭრილ მხარს უკორტნის მამაც არწვიებს, უტოპიაა, უკვდავების სიკვდილთან შერთვა. ვიღაცა მაინც, დაუპყრობელ ციხეებს ებრძვის, თეთრი ფიფქები უქარგავენ გმირებს სარეცელს, ეს დროა ძმაო,ზოზინა და ხელმარჯვე თერძი, დაჯიჯგნილ გულებს რომ კემსავს და მერე გაეცი რამდენიც გინდა სიყვარული,არიგე უხვად, ღიაა უკვე ლამაზმანთა ყველა დარაბა, ძმობას გაფიცებ,სევდიანი დადიხარ ნუღარ, ცოტა დაგეტყოს მზის სხივი და მიმოდარება. ცაზე მნათობი დაუბრუნდა საკუთარ ადგილს, გალაქტიკაში გაიფანტა ყველა ზმანება, მწველი სინათლის ფანტელები გულუხვად ბარდნის. მოგიხდებოდა,ამ მზის,სვანურ ქუდად ტარება. არ შეუშინდე,მერყევია დოლაბი ბედის, (თუმცა რა ბედი,დროა ალბათ ჩვენი მესაჭე) სხვებმა იარონ თვალზე ცრემლით,გუდით სახედრის, ხომ დადიოდნენ,დადიან და თან მიეჯაჭვნენ ამ დედამიწას,უნდა ითქვას ყველა სათქმელი, მათთვის ღამეა და სინათლე უცქერთ შორიდან, შენ კვლავ გაწუხებს ბეჭის ძირას,ბევრჯერ ნატკენი გული,რომელმაც გამოსცადა ბევრი კორიდა. ბალანს მიბურძგლავს ფსკერგამძვრალი ,მღვრიე თვალები, რომ ვერ იშლიან ანგელოზთა შორით ფერებას. შენ მთა(ძმა)კაციხარ ვერსად რომ ვერ დაიმალები, არ გიწერია, უგვირგვინოდ გადაშენება! ქება სწყინს რეგვენს,კაცებს როდი გვჩვევია აბა, იმ ბილიკებით სიარული რაც კი მზა-მზაა?! ყველა იცნობდეთ,ქალაქი თუ პატარა დაბა, ეს მართლაც კაცი,ჩემი მუხბე,ჩემი გამზაა! მუხბე - ძმა (სვანურად) ლიპო ლიპარტელიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები