1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ნუ გგონია,ხალხის მაჯისცემას კაბინეტში გაიგებ,ეკლესიის შეურაცხყოფას არავინ გაპატიებს "-დეკანოზი ივანშვილს

“ განკითხვა არის მძიმე ცოდვა და მით უფრო, როცა განიკითხავ არამარტო პიროვნებას, არამედ განიკითხავ ეკლესიას. ვინ მოგცა ამის უფლება? თუ შენ ეკლესიის წევრი ხარ, მოდი ეკლესიაში და თქვი, რა შეცდომებია იქ. თუ შენ ეკლესიის გარეთ ხარ, მაშინ გასაგები ხდება ყველაფერი. მაშინ შენ ემსგავსები თუთბერიძეებსა და ბოკერიებს, რომლებიც ჟურნალისტებს უსევდნენ ეკლესიას. რით განსხვავდები შენ მათგან?თუ ასე იქცევი, მაშინ ნუღარ დაიკავებ დიდ სანთელს ხელში, მაშინ ნუღარ იტყვი აღსარებას და ნუღარ ეზიარები. გამოდის, შენ ეკლესიის შვილი არ ყოფილხარ. მერე რა, რომ ტაძარი ააშენე? ტაძარს იულიანე განდგომილიც აშენებდა და როგორც არის წინასწარმეტყველება, ანტიქრისტე თავის მოღვაწეობას სწორედ მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობით დაიწყებს. მით უფრო, რომ ახლა ამ ტაძრების მშენებლობაც შეწყვიტე და ახლა მეჩეთებს აშენებ...მინდა, როგორც სულიერ ძმას, ისე შეგაგონო - ხალხი აღშფოთებულია, ჩვენ კი ხალხის მაჯისცემას ვისმენთ. ნუ გგონია, რომ ამ მაჯისცემას კაბინეტში გაიგებ - ხალხში უნდა გახვიდე. ეკლესიის შეურაცხყოფას არავინ გაპატიებს და ეკლესიის საქმეებში ჩარევას. ”ასე გამოეხმაურა მამა დავით ისაკაძე ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს ქადაგებისას

კომენტარები

მსგავსი სიახლეები