1 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

როგორი იქნება 2014 წელს დაბადებული თქვენი პატარა?

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ცხენის წელი განსაკუთრებით კარგი პერიოდია ამ ქვეყნად ბავშვის მოვლინების თვალსაზრისით. ამიტომ თუკი ზუსტად დამდეგ წელს გელოდებათ მშობლად ყოფნის მნიშვნელოვანი ტვირთის წამოკიდება მხრებზე გაეცანით მოკლე ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება 2014 წელს დაბადებული თქვენი პატარა. როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, ლურჯი ცხენის წელში დაბადებული ბავშვები მიზანსწრაფული, კომუნიკაბელური და ენერგიული ინდივიდები იქნებიან. მათ უმრავლესობას აუცილებლად ექნება განსაკუთრებული ქარიზმა და მომხიბვლელობა, რის ხარჯზეც მარტივად დაიმსახურებს თქვენი შვილი საზოგადოების მხრიდან სიმპათიებს. როგორც წესი, ცხენის წელი ქვეყნიერებას არაერთ ცნობილ, გამოჩენილ ადამიანს უვლენს. ამ მხრივ არც დამდეგი 2014 იქნება გამონაკლისი. ამიტომ ნუ გაგაკვირვებთ თქვენი შვილის ხასიათში მცირე ასაკიდანვე გამოვლენილი მკვეთრი ინდივიდუალიზმი და კრეატიულობა. ამ ბავშვების უმრავლესობას, წარმატებული და კარგი პროფესიული გზა ელოდება წინ. თუმცაღა მშობლებს, თავის მხრივ მოეთხოვებათ ხელი შეუწყონ მათ შემოქმედებითი თუ სხვა სახის პოტენციალის განვითარება-რეალიზაციაში. ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა, აი ის უმთავრესი შტრიხები რომლითაც ცხენის წელში დაბდებული ბავშვი იქნება გამორჩეული. ამასთან ერთად კი იგი საკმაოდ ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფულიც იქნება. მას ყოველთვის შეეძლება საკუთარი მოსაზრების დაცვა, ამიტომ სწორი აღზრდის და მაქსიმალური ერუდირებულობის ხარჯზე მისგან დადგება ადამიანი, რომელიც გონივრული ნაბიჯებით და შედარებით ნაკლები სიჯიუტით მოახერხებს საკუთარი მიზნების ასრულებას. ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტიც, რომ ამ წელს დაბადებული თქვენი პატარა შესაძლოა საკმაოდ ფიცხი, ემოციური და გარკვეულწილად აგრესიულიც კი შეიძლება იყოს. თუმცაღა იმ შემთხვევაში თუ მისი აღზრდისას მშვიდი, დიპლომატიური მიდგომით იხელმძღვანელებთ ეს თვისებები შესაძლოა სავსებით დაბალანსდეს მასში. ცხენის წელში დაბადებული ბავშვები ძლიერ მიჯაჭვულობას განიცდიან მშობლების მიმართ. ამიტომ უკვე დიდ ასაკში ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან დედ-მამა ხშირად მოინახულონ და ბევრი დრო გაატარონ მათთან. ზოგადად, მათთვის ცხოვრებაში უმთავრესი იქნება ოჯახური სტაბილურობა და პროფესიული წინსვლა. 2014 წელს დაბადებულ თქვენს პატარას აუცილებლად ეყვარება მოგზაურობა და ხეტიალი. ხმაურიან, მხრიარულ კომპანიებში გართობა და სხვადასხვა სახის ღონისძიებები. მათგან ბევრი ჟურნალისტი, არქეოლოგი, მუსიკოსი და პოლიტიკოსი გამოვა. თუმცაღა თვისებამ ძირითად საქმიანობასთან ერთად იქონიონ რაიმე სახის ჰობი, შესაძლოა ცხენის წელში დაბადებული ადამიანი ხშირად ორი ან სამი დიპლომის მფლობელადაც აქციოს. www.astrologi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები