1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

WiFi-ით სარგებლობა შეიზღუდა

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შეზღუდვების მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობა უფასო ინტერნეტით სახლებშიც სარგებლობდა და შედეგად, ინტერნეტის სიჩქარე უხარისხო გახდა. გადაწყდა, რომ მომხმარებელს უფასო ინტერნეტით სარგებლობა უწყვეტად მხოლოდ ნახევარი საათით შეეძლებათ. ამ ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათი იქნება შესვენების რეჟიმი. შესვენების პერიოდის შემდეგ, მომხმარებელი ავტორიზაციას ხელახლა გაივლის და ისევ ექნება მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის საშუალება.WiFi-ით უფასოდ სარგებლობის მსურველმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომელიც მარტივი პროცედურაა და არავითარი კოდი არ სჭირდება. როგორც მერიაში აცხადებენ, უსადენო ინტერნეტის სიხშირე არის 2 მეგაბაიტი წამში, რაც სრულიად საკმარისია, რომ შეუზღუდავად მიეწოდოს ინტერნეტი მომხმარებელს. უფასო ინტერნეტის, "Tbilis Loves You"-ს პროექტი 2012 წელს დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები