1 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

5 ნატურალური გზა თმის ცვენის შესაჩერებლად

35 წელს გადაცილებულ მამაკაცებში თმის ცვენა ძალიან ხშირი შემთხვევაა, თუმცა ეს პრობლემა ქალბატონებისთვისაც დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება, ეს შეიძლება დაბინძურებული გარემოს ბრალია ან შინაგანი პრობლემის, მაგრამ ახლა შემოდგომაა და თმის ცვენის პრობლემა პიკს აღწევს, სწორედ ამიტომ გთავაზობთ 5 ნატურალურ გზას, რათა თავი აარიდოთ ძვირადღირებულ მედიკამენტებს, შამპუნებსა და პროცედურებს და სახლის პირობებში შეძლოთ გათავისუფლდეთ ამ პრობლემისგან. 1- თბილი ზეთით მკურნალობა- თბილი ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა არა მხოლოდ თმის ცვენისთვის, არამედ ქერტლის პრობლემის მქონე ადამიანებისთვისაც. აიღეთ ნატურალური ზეთი (ქოქოსის ან ზეითუნის) გაათბეთ და არ გააცხელოთ და ნაზი მასაჟით შეიძილეთ ის თმის ძირებში. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ, თქვენი თმა ყოველთვის ჯანსაღი და ბრწყინვალე იქნება. 2- ნიორი/ხახვი და ჯინჯერის წვენი- აირჩიეთ ამ პროდუქტის წვენებიდან რომელიმე და შეიძილეთ თმის ძირებში. გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში და შემდეგ დაიბანეთ. 3- თავის მასაჟი- თავის კანის რეგულარული მასაჟი დაგეხმარებათ ხელი შეუწყოთ ცირკულაციის პროცესს, რაც განაპირობებს თმის ფოლიკულების აქტიურობას, შედეგად კი თმის ცვენა შეგიჩერდებათ. 4- ანტიოქსიდანტები- მწვანე ჩაი საუკეთესო ანტიოქსიდანტია, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ. ის განაპირობებს თქვენი თმის ზრდის პროცესს და დაგიცავთ თმის ცვენისგან. გადაივლეთ თმაზე მწვანე ჩაის ნახარში და დაიტოვეთ დაახლოებით ერთი საათის მანძილზე, შემდეგ ჩამოიბანეთ. 5-განთავისუფლდით სტრესისგან - სტრესი თმის პირველი მტერია. თუ თქვენ დეპრესიული ხართ ეცადეთ ცხოვრებისგან მხოლოდ საუკეთესო ემოციები მიიღოთ და დაიმახსოვრეთ, რომ ამქვეყნად მარადიული არაფერია, კარგიც და ცუდიც რაღაც დროს აუცილებლად დამთავრდება. გაიღიმეთ, იმოძრავეთ, იყავით აქტიურები და გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა და თმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პრობლემა. www.lollipop.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები