1 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: ეს დღე კარგია სქესობრივი კავშირებისათვის და ბავშვის ჩასახვისათვის, მაგრამ ცუდია ძვირფასი საყიდლებისათვის და ფინანსური ოპერციებისათვის. სესხად გაცემული თანხა დიდი წვალების და დაგვიანების შემდეგ დაგიბრუნდებათ. თავს იჩენს ქრონიკული დაავადებები. კურო: დღეს აქტიური და მრავალფეროვანი დღე გელით. დიდია ალბათობა, რომ მოგიწევთ საკუთარი ინტერესების დაცვა, როგორც საქმით ასევე სიტყვით. იმისათვის, რომ თქვენი მორიგი პროექტი გავიდეს თქვენ უნდა დაარწმუნოთ არა მარტო ხრლმძღვანელობა არამედ კოლეგებიც. ტყუპები: მოგიწევთ გაორმაგებული ტემპით მუშაობა და გადაადგილება, მგზავრობა და ურთიერთობები, რაც თქვენ ფიზიკურად გადაგღლით. სულ ტყუილად ეძებთ იოლ გამოსავალს. გზავნილი შეიძლება იყოს დაფარული იქ სადაც თქვენ არ ელით, ყურადღებით იყავით დღეს მიღებული ინფორმაცია მომავალში გამოგადგებათ. კირჩხიბი: დღეს შეიძლება არ გამოვიდეს ის საქმე რასაც გეგმავდით, თუმცა სულ მალე ყველაზე ფანტასტიკური ოცნების განხორციელებასაც კი შეძლებთ, ნუ აჩქარდებით. ლომი: დღის მეორე ნახევარში, მოულოდნელი შეხვედრა გელით. წინ წარმატებული დღე გელით. სამსახურში და პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ინფორმაციები ხასიათს გამოგიკეთებთ. დღეს შეიძლებთ სამსახურეობრივი კონფლიქტების დარეგულირებას, სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას და ნაყოფიერ მუშაობას. ქალწული: მზად იყავით საკუთარ თავთან საბრძოლველად. დღეს შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვანი რამე მიხვდეთ, ნუ აჩქარდებით და მოუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. დღეს არ ღირს საქმიანი დოკუმენტების ხელმოწერაც. სასწორი: ზედმეტად ხართ ჩაფლული ყოველდღიურ საზრუნავში და უმჯობესი იქნება, განტვირთვის დღე მოიწყოთ, თუ ვერ მოახერხეთ, მაშინ დღის დასაწყისში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი შესაძლოა, თანამშრომლებთან წვრილმანი უსიამოვნება მოგივიდეთ. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ, ნურავის ენდობით ცარიელ სიტყვაზე! მორიელი: დღის მნიშვნელოვანი ნაწილი დასვენებასა და გართობას დაუთმეთ. ხელმძღვანელებთან კონფლიქტურ სიტუაციებს ერიდეთ. ეს დღე კარგია იმიჯის შესაცვლელად და შოპინგებისთვის. მშვილდოსანი: დღეს გუნდური მუშაობისთვის იყავით მზად. ეცადეთ კოლეგებს არ მოახვიოთ თქვენი წესები და მოსაზრებები. შეინარჩუნეთ ოქროს შუალედი. თხის რქა: დღევანდელი დღე ნეგატიურია იურიდიული საკითხების მოგვარებისათვის. დღეს თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. უმჯობესია სპორტით თუ დაკავდებით დღეს, მოძრაობა თქვენთვის აუცილებელია. მეტი იკონტაქტეთ გარშემომყოფებთან. მერწყული: იპოვეთ თქვენი ადგილი მზისქვეშეთში? იპოვეთ მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა? არ შედრკეთ და გააძევეთ თვითმარქვია, რომელიც გამოიჭიმულა თქვენთვის თვით ბედისგან ნაბოძებ სკამზე. თევზები: პირად ურთიერთობებში შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ.იმოქმედეთ აქტიურად. უმჯობესია მყარი საფუძველი შეუქმნათ არსებულ ბიზნესს, ვიდრე ახალის წამოწყებაზე იფიქროთ. წყარო: literatura.mcvane.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები