ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
ნინო ადამაშვილი წლების წინ პოპულარული სახე გახლდათ, ამიტომ მაყურებელმა ადვილად გაიხსენა გოგონა 7 ზომა მკერდით ტელეკომპანია "202"- დან. ახლა "იმედზე" შალვა რამიშვილის შოუში და ტელეპროექტ "ერთხელ საქართველოში" სკეტჩებში იღებენ.
- პროფესიით მსახიობი ვარ და წლების წინ ეთერში პირველად გამოვჩნდი "202"-ზე სერიალში "დიდი სახლი". შემდეგ იყო გადაცემა "შმატრული", სადაც ძალიან ბევრი სერია ვითამაშე. მოგვიანებით სატირულ-იუმორისტული ჯგუფ "ვიაგრა სუპერლაითის" დამფუძნებელი და წევრი ვიყავი, ვიდეოარტებს ვიღებდით და პრეზენტაცია ყოველთვის "იმედზე", გადაცემა "დროებაში" გვქონდა. ვოკალზე პრეტენზია არასოდეს მქონია, ეს იყო ხუმრობა და ზოგმა სხვანაირად გაიგო. შალვა რამიშვილის დაკავების შემდეგ ჩემს საქმიანობას დროებით ჩამოვშორდი. თან, მალე გავთხოვდი კიდეც. მე და ჩემი მეუღლე შეუღლებამდე ორი წელი შეყვარებულები ვიყავით. ახლა ორი შვილი გვყავს.
- შენი მკერდი, ფიზიკური მონაცემები ალბათ, დაგეხმარა პოპულარობაში.
- გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მარტო ამის ხარჯზე არ გავმხდარვარ პოპულარული. ჩემი მკერდი სილიკონისაც ეგონათ, მაგრამ ასეთი ჯიში გვაქვს და მამის დედასაც დიდი მკერდი ჰქონდა, უკრაინელი იყო, გვარად იუშჩენკო, მას ვგავარ. 13-14 წლის ასაკში ჩემი ფოტოები რომ ნახოთ, უკვე ამხელა მკერდი მაქვს და მაშინ, ასეთ პატარას, ოპერაციას რომელი მშობელი გამიკეთებდა. მკერდის გამო მეფიქრა, პამელა ანდერსონი ან ანნა ნიკოლ-სმიტი ვარ და ამით გავქაჩავ-მეთქი, ამის ილუზია არ მქონია.
- არსებობს შენთვის მიუღებელი როლები?
- აქამდე რაც შემოუთავაზებიათ, ასეთი არაფერი ყოფილა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის. შორენა ბეგაშვილი რითიც გახდა პოპულარული, ყველამ იცის, მე მსგავსი რამ არ მჭირდება. ძალიან მინდა, მომავალში თეატრშიც ვითამაშო. ვნახოთ, რა გამოვა. მე საერთოდ თეატრის მსახიობი ვარ. ეს სულ სხვა სამყაროა, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიაც ძალიან მიყვარს.
- შენ პირადად რა მოგცა სკანდალურმა პროექტმა "ვიაგრა სუპერლაითი"?
- მაშინ ვაჟიშვილებზე ვხუმრობდით და ეს თემა აქტუალური იყო, მაგრამ მარტო მაგით არ გავუცვნივარ ხალხს. თან, ხუმრობით გადავიღეთ ეს ორივე კლიპი.
- მგონია, რომ გათხოვებამ შეგცვალა და უფრო თავშეკავებული გახდი...
- (იღიმის) ჰო, ალბათ, ისეთ კლიპს აღარ გადავიღებ. და საერთოდ, შორენა ბეგაშვილივით არ დამიწყია და არც მომავალში ვაპირებ. თუმცაღა ადრე იყო შემოთავაზება შოთა კალანდაძისგან ფილმში მონაწილეობაზე, მაგრამ მის შემოქმედებას, შოთასგან განსხვავებით, კლასიკად არ მივიჩნევ, თან, უბრალოდ, მე ეს არაფერში მჭირდება. მსახიობი ვარ, თანაც უფრო იუმორისტული, უბრალოდ, რაღაცნაირად მკერდიც (არამიზნობრივად) დაემთხვა ამ ყველაფერს, სულ ესაა (იცინის).
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები