1 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დასკვნა ცნობილია: დაახლოებით 10 წამყვანი დიაგნოზი შეუთავსებელს ხდის პატიმრობას..

ცენტრი "ემპათია" პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე, უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. 

ცენტრი „ემპათიას“ სასამართლო საექსპერტო კომისიამ 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით ჩაატარა კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების, ჯანდაცვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ორგანიზაციის ცნობით,  ექსპერტიზა მიმდინარეობდა 2022 წლის 1 ივნისიდან, პრაქტიკულად 28/11/2022 - წლამდე. 

დასკვნა არის 194 გვერდია და თან ახლავს 22 დანართი, სულ 2980 გვერდი. 

"ემპათიას" ცნობით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება 20 ზე - მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო - კომპლექსი, აქედან წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. აღნიშნული ძირითადი დიაგნოზები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

"ცენტრი „ემპათიას“ და საერთაშორისო ექსპერტების საექსპერტო კომისია კლინიკური და პარა - კლინიკური კვლევების, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ:

1) ამგვარად, დაპატიმრების წინ (01/10/2021) პაციენტი იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი, აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, სიტუაციურად იღებდა სიმპტომურ პრეპარატებს; ასევე შფოთვით - დეპრესიული მდგომარეობის გამო, რაც განუვითარდა პოსტ - კოვიდურ პერიოდში (2020 – 2021) იღებდა გარკვეულ პრეპარატებს მცირე დოზებით, პერიოდული წყვეტით; აღნიშნული მკურნალობის ფონზე თავს გრძნობდა კარგად, სოციალური ფუნქციონირების დარღვევას ადგილი აქ ჰქონდა. იკვებებოდა სრულფასოვნად. რაიმე სახის ნევროლოგიურ დარღვევას ადგილი არ ჰქონდა.

2) ამჟამად გამოსაკვლევ პირს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზების (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო - ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები.

3) ამრიგად, მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ვინაიდან შეუძლებლად მიგვაჩნია ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება; აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიული ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.

4) გამოსაკვლევი პირი საქართველოს ციხეთა სისტემაში დაექვემდებარა შესაძლო წამებასა და არასათანადო მოპყრობას, ასევე არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. ექსპერტთა დასკვნებში მოყვანილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და გამოსაკვლევი პირის მონათხრობები; მათ შორის, მოტყუება, იძულებით ჰოსპიტალიზაცია, კრიმინალური სუბკულტურის პატიმრების მხრიდან გამოსაკვლევი პირის დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, 2021 წლის 8 ნოემბერს N12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 - ში გადაყვანისას, ძალით შეყვანისას N18 დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა პატიმრების მხრიდან ხმაურს - ყვირილს, ძალის გამოყენებით პატიმრის გადმოთრევას რეანიმობილიდან. N18 დაწესებულებაში მას არ ჰქონდა 11 დღის განმავლობაში ძილის შესაძლებლობა, შუქის ჩაქრობისა და ტელევიზორის გამორთვის შემთხვევაში იწყებოდა საშინელი - ლანძღვა გინება პატიმრების მხრიდან - ადგილი ჰქონდა ძილის დეპრივაციას; შიმშილობის ფონზე, ასევე შიმშილობის შედეგად განვითარებული ვერნიკეს ენცეფალოპათიის ფონზე, მოწყვლად მდგომარეობაში, სახელდახელოდ მოწყობილ ინტენსიურ პალატაში იგი იმყოფებოდა მარტო, დაძახილზე არ რეაგირებდნენ, კვლავ ისმოდა მისი მისამართით პატიმრების ყვირილი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ამ მდგომარეობაში გამოსაკვლევ პირი იმყოფებოდა სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ (19/11/2021).

5) აღნიშნული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად (ფიზიკური ტრავმატიზაციის შედეგად) დიდი ალბათობით, მან მიიღო ხერხემლის ტრავმული დაზიანება, ასევე განუვითარდა მძიმე ფორმის ტრავმული სტრესული აშლილობა, შიმშილობისა და თავის ტვინის ორგანული დაზიანებისა და დისფუნქციის ფონზე. აღნიშნული დაზიანება საქართველოში მოქმედი, სამწუხაროდ, სსრკ - ს დროინდელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის სასამართლო - სამედიცინო განსაზღვრის მოქმედი წესის თანახმად, ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის დაზიანება, თუმცა, ერთობლიობაში აღებული ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმებისა და შედეგების გათვალისწინებით - ფასდება, როგორც მძიმე ხარისხის დაზიანება.

6) ამგვარად, მთელი ტრავმული სტრესული გამოცდილება ციხეთა სისტემაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომპონენტებით, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ფასდება, როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის გამომწვევი და შესაბამისად, როგორც წამება. Z 65.4. - წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.

7) წარმოდგენილი დიაგნოზების თანახმად (ფსიქო - ნევროლოგიური მიმართულებით) მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი; ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 01 – 6/ნ (2013 წლის 15 თებერვალი), ცვლილებების შესახებ ბრძანება N01 – 55/ნ (2017 წლის 30 აგვისტოს) - ის მიხედვით არის გათავისუფლების საფუძველი, ხოლო გასტრო - ენტეროლოგიური და ნუტრიციული მიმართულებით, ფასდება როგორც მძიმე კახექსიის რისკის შემცველი.

გამოსაკვლევი პირი საჭიოროებს ინვაზიურ/აგრესიული ხასიათის დიაგნოსტიკურ - სამკურნალო - რეაბილიტაციურ პროცედურებს:

პროფესორი კობის განმარტებით: მისი მდგომარეობა მძიმეა: ძვალ - კუნთოვანი სისტემის თვალსაზრისით: „მას ესაჭიროება ზუსტი დიაგნოზი, ასევე შესაძლოა მარცხენა მხრის სახსისა და მენჯ - ბარძაყის სახსრის სრული შეცვლა. ამ პროცედურების შემდეგ მას დასჭირდება C 5 – C6 - მალების შერწყმა. შემდგომში L4-5 სპინალური სტენოზის დეკომპრესია. მისი მარცხენა მკლავისა და ფეხის ძლიერი სისუსტე შეიძლება იყოს ხერხემლისგან განპირობებული და ტკივილის გამომწვევი უმოძრაობით განპირობებული ატროფიით“.

9) დოქტორი ს.ი. ფინკელის განმარტებით: მას დასჭირდება აგრესიული დიაგნოსტიკური პროცედურები, ანუ რეგულარული მეთვალყურეობა EGD და მრავალჯერადი კუჭის ბიოფსიები. ეს პროცედურები ფართოდ არის ხელმისაწვდომი დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში. სადაც ისინი კეთდება კომპეტენტური GI ენდოსკოპისტების მიერ;

ფსიქიატრების, ნევროლოგებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტების კონსულტაციებით:

10) ფსიქიატრიული და ნევროლოგიური დიაგნოზი/დიაგნოზები, საჭიროებს ნეირო - კოგნიტიური აშლილობის მიმართულებით დამატებით აგრესიულ/ინვაზიური მეთოდებით (მაგ. თავ - ზურგტვინის სითხის შესწავლა, განმეორებადი CT, MRI, EEG – 24 საათიანი და სხვა) კვლევასა და სწორი მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის ჩატარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფი პროგრესირებით დამთავრდება მარაზმით, კახექსიითა და ადამიანის გარდაცვალებით.

11) გამოსაკვლევი პირი/პაციენტი საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ კვლევებს ინფექციურ - ინტოქსიკაციური გენეზის ან/და ნეირო - დეგენერაციული პროცესის/დაავადების, დისმეტაბოლური პროცესის, დაზუსტების ან გამორიცხვის მიზნით - Z13.8: Special screening examination for other specified diseases and disorders (სპეციალური სკრინინგი/გამოკვლევა სხვა სპეციფიურ დაავადებებზე და აშლილობებზე (მათ შორის, მომწამლავ აგენტებზე კვლევა).

12) შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს პატიმრობიდან გათავისუფლებას და გადაუდებლად დიაგნოსტიკა - მკურნალობის მიზნით გადაყვანას აშშ -ს ან/და ევროკავშირის მულტი - პროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში.

13) ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტირებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა - PTSD – F 43.1., რაც უკავშირდება საქართველოს ციხეთა სისტემაში გადატანილ არასათანადო მოპყრობას, სიცოცხლის მოსპობის შიშს მნიშვნელოვნად ამძიმებს ნეირო - ფსიქიკურ და ზოგად მდგომარეობას და შეუძლებელს ხდის მდგომარეობის სტაბილიზაციის მიღწევასაც კი.

14) ნებისმიერი დამატებითი სტრეს - ფაქტორი, მათ შორის, მხოლოდ პატიმრობაც კი იწვევს აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას.

15) ამგვარი ფსიქიკური და ნევროლოგიური სტატუსითა და მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა დაუშვებელია და შეუთავსებელია პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებთან. მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნევროლოგიურ, ფსიქიკურ თუ სხვა საყრდენმამოძრავებელი სისტემის თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ არსებულ დარღვევებთან ერთად და მარტოც შეუთავსებელია პატიმრობასთან"- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები