1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადი 30 ქვეყნიდან შემოვიდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა. აქსელერაციის პროგრამის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია.  500 Global-ში მონაწილეობის მისაღებად 30 ქვეყნიდან 239 განაცხადი შემოვიდა.  

 

500 Global-ის მთავარი მიზანი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. აქსელერაციის პროგრამა რეგიონში  500Georgia-ს სახელით ხორციელდება, რომელიც წელს, უკვე მესამედ გაიმართება.

 

საქართველოს ბანკის, 500 Global-ისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის 4 წლიანი თანამშრომლობის შეთანხმება ერთი თვის წინ გაფორმდა. პროგრამა სტარტაპების საქართველოში გადამზადებას ითვალისწინებს. შესაბამისად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქართველ და რეგიონში მოღვაწე სტარტაპერებს განვითარებისა და მასშტაბირებისათვის დამატებითი შესაძლებლობები ეძლევათ.

 

გამარჯვებულები განაცხადების გადარჩევის შედეგად გამოვლინდებიან. პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს და ის მოიცავს როგორც სატელეფონო, ისე ფიზიკურ ინტერვიუებს სტარტაპებთან. ინტენსიური გადამზადების კურსში მხოლოდ 15 სტარტაპი მოხვდება, რომლებიც მსოფლიო დონის მენტორებთან აქსელერაციის პროცესს გაივლიან. შემდეგ კი სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან, სადაც ისინი შეძლებენ შეხვდნენ ინვესტორებს და მოიზიდონ გლობალური ინვესტიციები.

 

„მოხარული ვართ, რომ აქსელერაციის პროგრამის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკოსისტემისთვის. 500Georgia – ეს არის პროგრამა, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ყველა სტარტაპს, მსოფლიოს წამყვან მენტორებთან ერთად განავითარონ საკუთარი საქმიანობა და იდეები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი შეძლებენ გლობალური ბაზრის ათვისებასა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

ინფორმაციისთვის, მძლავრი გლობალური ვენჩერული კაპიტალის პლატფორმა 500 Global-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს  ბანკის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2020 წელს შემოვიდა. 2020-2021 წლების პერიოდში 500Georgia-მ საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა, 30-მდე ქართულ და საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის ჩაატარა. ოთხი მათგანი - CARDEAL, Cargon, Payze და Agrolabs - პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად სილიკონის ველზე გაემგზავრა. ამან კი სტარტაპებს ახალი კონტაქტების დამყარებისა და პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციის უნიკალური შესაძლებლობა მისცა. 500Georgia-მ ასევე შეუწყო ხელი ადგილობრივი სტარტაპების განვითარებასა და უცხოურ ბაზარზე გასვლას. პროგრამის დასრულების შემდეგ ბევრი მათგანი გაფართოვდა და ფუნქციონირება დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...