1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბათუმში კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს

14-15 სექტემბერს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა თიბისისთან პარტნიორობით, ბათუმში, კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.  ფორუმი დარგის სპეციალისტებს და ექსპერტებს შეკრებისა და  გამოწვევების განხილვის საშუალებას აძლევს, რაც ხელს შეუწყობს  კენკრის ადგილობრივი ინდუსტრიის   კონკურენტუნარიანობის ზრდასა და საქართველოს, როგორც კენკრის მწარმოებელი ქვეყნის,  პოზიციის გაძლიერებას.

ფორუმის მონაწილე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები (სერბეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან) ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას კენკროვანი კულტურების მოყვანის მეთოდებზე, იმსჯელებენ თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე,  კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა წინაშე მდგარ პრობლემებზე და კენკრის ექსპორტის შესაძლებლობებზე.

ასევე, განიხილავენ იმ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს, რომლებიც კენკროვანი კულტურების სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად შეიძლება იყოს გამოყენებული.  ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან კენკროვანი კულტურის დაფინანსების საუკეთესო მექანიზმებს და მიიღებენ ინფორმაციას საუკეთესო პრაქტიკებსა და მხარდაჭერაზე.

 

ფორუმში  მონაწილეობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და კენკრის მწარმოებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...