1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ხორნაბუჯი“ წვენის ახალ საწარმოს აშენებს

საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით „ხორნაბუჯმა“ ბროწეულის, ქლიავის, გარგარის, ვაშლისა და ნუშის ბაღების გაშენებისთვის 375 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ბაღები 48,35-ჰექტარზეა გაშენებული. ახალი ქარხნის პროექტის ჯამური ბიუჯეტი კი  1 200 000 ლარია.

 

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით 3613 კვ.მ-ზე, ევროპული წარმოების დანადგარებით წვენის ახალ საწარმოს ვაშენებთ. „ხორნაბუჯი“-ს ხეხილის რეალიზაციის მოცულობა 250 ტონას უტოლდება. პროდუქციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, თუმცა აქტიურად ვგეგმავთ ექსპორტსაც. ამ ეტაპზე დაგეგმილი გვაქვს სამი დასახელების წვენის წარმოება. ამის შესაძლებლობას გვაძლევს ევროპული წარმოების დანადგარები. კერძოდ კი ბროწეულის გამრჩევი დანადგარი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩვენს გვაქვს. ახალი საწარმო მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესი“-განაცხადა კომპანია „ხორნაბუჯის“დირექტორმა, გოგა ყაჯრიშვილმა

 

„მოხარული ვართ, რომ ბანკისა და „ხორნაბუჯის“ ერთობლივი პარტნიორობით მეურნეობას, რომელიც  ბროწეულის, ქლიავის, გარგარის, ვაშლისა და ნუშის ბაღებს აერთიანებს, ახლა უკვე წვენის საწარმო დაემატება. ისიც აღსანიშნავა, რომ კომპანია ადგილობრივი წარმოების გარდა ექსპორტზე გასვლას გეგმავს.  ეს ბანკისა და კომპანიის მეორე ერთობლივი პროექტი გახლავთ. „ხორნაბუჯი“ ასევე ფლობს სამაცივრე მეურნეობას, რომლის ჯამური ბიუჯეტიც  1 400 000 ლარია. პროექტი კი სოფლის მურნეობის სააგენტოსა და საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას. ჩვენ კი  მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, განსაკუთრებით აგრომიმართულებით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...