1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

7-9 აგვისტოს, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მხარდაჭერით, ბათუმში გამართულ უძლიერეს მამაკაცთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტის კბილებით გაწევაში გინესის რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენმა MAN TGX–ის 16-ტონიანი სატვირთო ავტომობილი კბილებით გასწია და არსებული რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. აქამდე რეკორდი ეგვიპტელ ათლეტს ეკუთვნოდა, რომელმაც 15 ტონისა და 730 კილოგრამის გაწევა შეძლო.

გინესის რეკორდსმენი ბაგრატ ჟღენტი: „განსაკუთრებულად ვემზადებოდი და სპეციალური პროგრამით ვვარჯიშობდი რეკორდის დასამყარებლად. ძალიან დამეხმარა გულშემატკივართა ემოციები, მათი გამამხნევებელი შეძახილები და შევძელი დასახული მიზნის მიღწევა. მომავალში ვაპირებ რეკორდის გაუმჯობესებას“.

გინესის რეკორდის დამყარების გარდა, საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში, ევროპის ღია გუნდური თასი უძლიერეს მამაკაცთა შორის სხვადასხვა დისციპლინებში ჩატარდა. შეჯიბრებაში  მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 25 სპორტსმენი მონაწილეობდა.

მოუხერხებელი მორის აწევაში ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა სამივე წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. საქართველოს ნაკრები ლიდერი იყო მძიმე წონის სწრაფ აწევასა და  გადაადგილებაშიც. სპორტსმენებმა გამარჯვება აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს.

ტურნირი „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მხარდაჭერითა და სპონსორობით გაიმართა. კომპანია ძალისმიერი სპორტის აქტიური მხარდამჭერია და მის განვითარებაზე წლებია ზრუნავს.

 

 

 

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ლიდერი კომპანიაა სატვირთო ავტომობილების, პროდუქტებისა და სერვისის მიმართულებით. კომპანია 2006 წელს დაარსდა და სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...