1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

"იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ – „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია

 

საქართველოში მძღოლებისა თუ ქვეითების გარკვეულ ნაწილს მრავალი მანკიერი ჩვევა ახასიათებს და წესების დარღვევა მათთვის ჩვეული მოვლენაა. სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას ემსახურება „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია, რომლის ფარგლებშიც მთელ საქართველოში უჩვეულო საგზაო ნიშნები გამოჩნდა.

 

 

სიმბოლოები როგორც მძღოლების, ისე ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და ერთი მხრივ, კონკრეტულ პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ფუნქციას ასრულებს, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებს ქცევის ცვლილებისკენ უბიძგებს.

მარიამ კარკალაია, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: ,,არსებობს საგზაო წესები და არსებობს დაუწერელი კანონები, რომლებიც ქალაქში გადაადგილებისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინო, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევის შემთხვევაში არ დაგაჯარიმებენ. სწორედ ამ დაუწერელი კანონების აღსაწერად შემოვიღეთ ტერმინი: „საგზაო მოძრაობის კულტურა“. თითოეული ქცევა, „ჰოლი მოტორსის“ დიზაინერების გუნდის დახმარებით, ალტერნატიულ საგზაო ნიშნად ვაქციეთ და როგორც მძღოლებს, ისე ქვეითებს პასუხისმგებლიანი მოძრაობისკენ მოვუწოდეთ“.

საგზაო მოძრაობის კულტურის კამპანია ადამიანების ქცევის ცვლილებას ემსახურება და კამპანიის მთავარი აქცენტებიც საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეულ და რეალურ პრობლემებზე გაკეთდა.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ზრუნვა და განვითარება საკვანძო ღირებულებებია. როგორც რეგიონის წამყვანი კომპანია ავტოინდუსტრიაში, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობთ, ბრენდის ეს ხედვა კონკრეტულ აქტივობებში გამოვხატოთ და საერთო მიზანს საზოგადოების ჩართულობით მივაღწიოთ. სწორედ ამიტომ ვიგრძენით პასუხისმგებლობა, რომ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ, თანამოქალაქეებთან ერთად, დისკუსია წამოგვეწყო და რეალობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი თანამოაზრეების შემოკრებას შევძლებთ და ერთად ვიზრუნებთ საგზაო მოძრაობის კულტურაზე - რადგან გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა“.

საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ფარგლებში, მრავალი საინტერესო აქტივობა იგეგმება. შეიქმნება ვებგვერდი, სადაც მოქალაქეები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას შეძლებენ, გაეცნობიან თითოეულ საგზაო ნიშანს და პასუხისმგებლიანი მართვის შესახებ საჭირო რეკომენდაციებს. კამპანიაში მართვის მოწმობის შემსწავლელი ცენტრებიც ჩაერთვებიან, რომლებიც საგამოცდო მასალებში კულტურული მართვის შესახებ შეკითხვებს ჩაამატებენ და მომავალი მძღოლების ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებენ.

„თეგეტა ჰოლდინგში“ ამბობენ, რომ ეს არაა ერთჯერადი აქტივობა და ეს მასშტაბური კამპანია, მართვის კულტურის შესახებ მათი გრძელვადიანი გეგმის მხოლოდ დასაწყისია. სჯერათ, რომ სასიკეთო ცვლილებები სწორედ პასუხისმგებლიანი კომპანიების და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...