1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ვაჟა მენაბდე: ჩვენთვის პატივია ვემსახუროთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს.

„ლიბერთი“-ს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე  გადაცემა „საქმის“ ეთერში ახალი საპენსიო ტენდერის პირობებსა და „ლიბერთის“ კონკურსში გამარჯვების შესახებ. 

როგორც ვაჟა მენაბდე აცხადებს, „ლიბერთის“ თითქმის 20 წლიანი გამოცდილება, უნიკალური ინფრასტრუქტურული რესურსი და ინსტიტუციონალური ცოდნა არის ის უპირატესობა, რის გამოც ბანკი პენსიების დარიგების კუთხით დღესაც უკონკურენტოა.

„ინსტიტუციონალური გამოცდილება, პირველ რიგში, რაც ჩვენ გაგვაჩნია და სხვას არავის არ აქვს, რადგან აქამდე ეს საქმე არავის უკეთებია, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. 

შესაძლოა, ეს ყველაფერი ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ 1 200 000 ადამიანს, დაგვიანების გარეშე, საქართველოს ყველა წერტილში, მათ შორის თანხის ბინაზე მიტანით, მოემსახურო, არ არის მარტივი საქმე.

როგორც გახსოვთ, ტენდერის ჩატარება ჩვენ მოვითხოვეთ, რომელიც ჩატარდა გამჭვირვალედ და მხოლოდ „ლიბერთიმ“ გადაწყვიტა განაცხადის შეტანა. რა თქმა უნდა, კონკურენციაზე ინფრასტრუქტურამაც იქონია გავლენა, რადგან კოლოსალური ინვესტიციაა საჭირო. ჩვენი გათვლებით, მინიმუმ 100 ახალი ფილიალი უნდა გაეხსნა ნებისმიერ ბანკს, ვინც ამ ტენდერის მომსახურებაზე გამოხატავდა სურვილს. არსებული რესურსით არც ერთი სხვა საბანკო დაწესებულება ამისთვის მზად არ არის“ - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

რაც შეეხება ახალ სატენდერო პირობებს, „ლიბერთის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ ახალი სატენდერო პირობები ძალაში 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევა, შესაბამისად, ე.წ. ‘საპენსიო სესხთან’ დაკავშირებული ცვლილებებიც ამ პერიოდის შემდეგ აღებულ სესხებზე გავრცელდება.

„ახალ კონტრაქტში რამდენიმე ისეთი ცვლილებაა შესული, რასაც ჩვენ ისედაც, ჩვენი სურვილით ვაკეთებდით. მაგალითად, უფასოდ, საკომისიოს გარეშე, კომუნალურების გადახდა. დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება ამ გაფასახადების გადახდა საკომისიოს გარეშეა ლიბერთიში შესაძლებელი უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის. ასევე, ბანკში თანხის შეტანა-გატანა, განაღდება, ბარათი და ანგარიშის წარმოებას უფასოდ ვთავაზობთ. ეს ამ დრომდეც ასე იყო და ახლა უკვე კონტრაქტშიც ჩაიწერა.“

„ლიბერთი“-ს წარმომადგენელის თქმით,  ე.წ. საპენსიო სესხების პროცენტთან დაკავშირებით წინა პერიოდში არაერთი ბრალდება გაჟღერდა, რომლის თანახმადაც საპროცენტო განაკვეთი ე.წ საპენსიო სესხებზე მაღალი იყო, თუმცა, წინა სატენდერო კომუნიკაციისას დამტკიცდა, რომ ბანკის მიერ შეთავაზებული სესხის პროცენტი საბაზრო და რიგ შემთხვევაში საბაზროზე დაბალიც კი იყო. შესაბამისად, გაჯანსაღდა ტენდერის პირობებიც და შედეგად, შესაძლებელი გახდა საბაზროზე დაბალ ფასად სესხებზე შეთავაზების გაკეთება. კერძოდ, დაწესდა რეფინანსირების განაკვეთს + 15%, რომელიც 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...