2 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. შეხვედრაზე, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და  მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარის თანახმად, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა - 5,5%, ინფლაცია კი 3%-იან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ასევე, ლარის კურსის 5%-იანი გაუფასურება, 2019 წელთან შედარებით კი ტურიზმის 75%-იანი აღდგენაა მოსალოდნელი.

 

2021 წლის მე-2 კვარტალში ეკონომიკისა და საზღვრების გახსნასთან ერთად, დანაზოგების გახარჯვა დაიწყო, რამაც ეკონომიკის ზრდას დამატებითი სტიმული მისცა. დანაზოგების შემცირებას ასევე ხელი შეუწყო უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების კლებამ.

 

პუბლიკაციის თანახმად,  2021 წელს ტურისტული შემოდინებები, 2019 წელთან შედარებით დაბალია. საერთაშორისო მასშტაბით, ყველაზე დიდი დრო ბიზნეს მოგზაურობის აღდგენას დაჭირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ ტიპის შემოდინებების წილი მცირეა. ასევე დაბალია ვიზიტების რაოდენობა შორი დისტანციიდან.

 

ტურიზმთან ერთად, ექსპორტის, გზავნილებისა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2019 წელთან შედარებით, მომატებულია ჩინეთისა და ევროკავშირის წილი, რუსეთის წილი კი - შემცირებული. ამასთან, რეგიონში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის მიმართ საქართველო კვლავ მოწყვლადია. ასევე, რისკია აშშ დოლარის შესაძლო გამყარება და ლირის გაუფასურების ზეგავლენა, თუმცა ისტორიული დინამიკისგან განსხვავებით, ამჯერად მხოლოდ ლირის გაუფასურება ფიქსირდება, ვინაიდან სხვა ვალუტები სტაბილურობას ინარჩუნებს.

 

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული სექტორები ვერ გადააჭარბებს 2019 წლის შესაბამის დონეს.

 

კვლევის თანახმად, საცხოვრებელი უძრავი ქონების  სექტორში აღდგენა სტაბილურია. 2021 იანვარ-ოქტომბერში ტრანზაქციების რაოდენობა 1%-ით აჭარბებს 2019 წლის იმავე დონეს.

 

პანდემიამ მეტად იმოქმედა ქირაზე და გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესების მიუხედავად, 2019 წლის დონეს 17.5%-ით ჩამორჩება.

 

საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე პანდემიამ ბათუმში უფრო მეტად იმოქმედა, თუმცა 2022 წლიდან, ტრანზაქციების რაოდენობა და ფასი, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ბათუმში უფრო სწრაფად აღდგება ვიდრე თბილისში.

 

თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი პუბლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...