2 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ელექტრონავტი XII

ფონდი “ელექტრონავტი” 2007 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ახალი ქართული მუსიკალური

ფორმების აღმოჩენა, მუსიკოსების წახალისება და პოპულარიზაციაა. ფონდი “ელექტრონავტი” 2021 წლის 11 დეკემბერს, მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონიალს “ელექტრონავტი XII” ატარებს.

 

ტრადიციულად, ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ასევე განსაზღვრავს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

ჟიურიმ წელს 9 ნომინაციაში, 200 ზე მეტი არტისტის (2020 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის 15 ნოემბრამდე) გამოქვეყნებული ნამუშევარი განიხილა.

წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

 

● მუსიკალური ვიდეო / Best Video

● ლეიბლი / Best Label

● ალბომი / Best Album

● დიჯეი / Best DJ

● ლაივ სთრიმი / Best Live stream

● ტრეკი / Best Track

● მედია / Best Media

● Z არტისტი / Z Artist

● ელექტრონავტი XII / Electronaut XII

 

პანდემიიდან გამომდინარე წელს, კატეგორიების სიიდან ამოღებულია ფესტივალის ნომინაცია, ხოლო

საუკეთესო ცოცხალი შესრულების ნომინაცია, “ლაივ სთრიმის” ნომინაციით ჩანაცვლდა.

კატეგორიაში “Z (ზი) არტისტი” დაჯილდოების მეგობარი, თი ბი სი Z, ფულადი პრიზით (3000 ლარი) დააჯილდოვებს 25 წლამდე ასაკის, გამორჩეულ მუსიკოსს.

 

მთავარი პრიზის მფლობელი, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებს დაჯილდოების პარტნიორისგან მთავარი პრიზის მფლობელი, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებს დაჯილდოების პარტნიორისგან, კომპანია ჰერცი და ლიუმენი.

 

დაჯილდოების ცერემონიალის სატელევიზიო ვერსიას, ფონდის ახალი მედია მხარდამჭერი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, საახალწლო პროგრამაში გადასცემს ეთერში (თარიღი ცალკე იქნება გამოცხადებული).

 

წლევანდელი დაჯილდოების ტრადიციული კიდევ ერთი პარტნიორი, რადიო უცნობია.

დაჯილდოების ძირითადი მხარდამჭერი, როგორც ყოველთვის თბილისის მერიაა.

 

საჯარო ხმის მიცემა წელს 9 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი, ინტერნეტ გვერდზე electronauts.ge.

ნომინანტების სია პრესკონფერენციაზე, 10 დეკემბერს, 13:00 საათზე გახდება ცნობილი, რომელიც კინოსტუდია “ქართული ფილმის” დარბაზში (სანდრო ახმეტელის, 10ა) გაიმართება.

 

არსებული ნომინანტები საჯარო ხმის მიცემისა და ჟიურის გადაწყვეტილების მიხედვით შეირჩა (40% ონლაინ გამოკითხვა, 60 % ჟიური).

 

გამარჯვებული ნომინანტები კი, გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც კვლავ Leno Records-ის მხარდაჭერით, კინოსტუდია “ქართული ფილმის” დარბაზში, შეზღუდული დასწრების ფორმატში, 11 დეკემბერს ჩატარდება.

 

საკონცერტო ნაწილში სრულიად ახალი და ნაცნობი კომპოზიციებით წარდგებიან:

TAMADA, BAD HABITZ, ELLARGE , MECHANICAL RAINBOW, 4D MONSTER LOBSTERS, TOKE და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...