0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაგთიკომის განცხადება

2021 წლის 15 ივნისს მაგთიკომმა საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ასახული იყო მაგთიკომის საჯარო განცხადებები -საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არაკომპეტენტურ, ყალბი ინფორმაციით გაჯერებულ 2020 წლის ანგარიშზე და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ბატონი კახა ბექაურის ქმედებებზე.

აღნიშნულმაღია წერილმა ფართოსაზოგადოებისდიდი ინტერესიგამოიწვია, დაგვიკავშირდნენ და გვიკავშირდებიან პარლამენტის წევრები, ფრაქციები, პოლიტიკური პარტიები, მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამასთან, ვინაიდან გაურკვეველია როდის გაიმართება კომუნიკაციების კომისიის 2019და 2020 წლების ანგარიშების განხილვა/მოსმენა საქართველოს პარლამენტში და ვინაიდან ჩვენ ჯერ-ჯერობით არ გვაქვს შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის განხილვისას დეტალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი პოზიცია, დაპირებისამებრ ვიწყებთ საჯარო სივრცეში კონკრეტული ფაქტების თემატურ წარმოჩენას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაკომპეტენტურ ქმედებებზე, კერძოდ, მსოფლიოში ათი საუკეთესო აუდიტორული კომპანიიდან ექვსისDeloitte-ის, KPMG-ის, BDO-ის, RSM-ის, Nexia-ს და Grant Thornton-ის პასუხები, კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე:
https://www.magticom.ge/ka/deloitte
https://www.magticom.ge/ka/kpmg
https://www.magticom.ge/ka/bdoandkalba
https://www.magticom.ge/ka/rsm
https://www.magticom.ge/ka/nexiata
https://www.magticom.ge/ka/grantthornton

კომუნიკაციების კომისია არასწორად განმარტავს ევროკავშირის რეგულირების პრაქტიკას მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებთან (MVNO) მიმართებაში და მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კომუნიკაციების კომისიამ რისკების შეფასების გარეშე მიიღო ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება (2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156) მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების შესახებ, რა დროსაც მას არ ჩაუტარებია კანონით განსაზღვრული აუცილებელი კვლევა. კომუნიკაციების კომისია უგულვებელყოფს ITU-ის (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის) მიერ აღიარებულ და დადასტურებულ კიბერუსაფრთხოების რისკებს და მისგან გამომდინარე შედეგებს.

მიუხედავად იმისა, რომ მაგთიკომმა არაერთხელ გააფრთხილა კომუნიკაციების კომისია არსებული რისკების შესახებ და ეს რისკები დადასტურებულ იქნა მსოფლიოში ექვსი საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ სათანადო კვლევა/ანალიზის/დასკვნის საფუძველზე, კომისიის მხრიდან დაუსაბუთებლად განხორციელდა მათი უარყოფა. ამ ფაქტების და კვლევების ფონზე, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები, თუ რა საჭიროა კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მსგავსი მავნებლური გადაწყვეტილების ამოქმედება, განსაკუთრებით, იმ პერიოდში, როდესაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც სრულიად გაურკვეველი მდგომარეობაა, როგორც პანდემიის და მისი შედეგების, ასევე საქართველოში ეროვნული ვალუტის გაუფასურების მხრივ. ამასთან, საქართველოში თითოეული მობილური აბონენტიდან საშუალო თვიური შემოსავალი 8.6 ლარია! რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში, ხოლო საქართველოში მობილური ქსელის ხარისხი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამავე დროს, სამი მობილური ოპერატორიდან ორი წმინდა ზარალზეა...

შესაბამისად, გაუგებარია აღნიშნული გადაწყვეტილება რა მიზანს ემსახურება? იმას, რომ მომავალში ვერ განვვითარდეთ? თუ სხვამ დაგვიმონოს? თუ დაანგრიოს ქვეყნის ეკონომიკა, უსაფრთხოება და ყველაფერი ის, რაც აქამდე შექმნილა? აქედან გამომდინარე ჩნდება გონივრული ეჭვიყოველივე ეს ვინმეს პირად ინტერესს ხომ არ უკავშირდება ან კომუნიკაციების კომისია ხომ არ არის ვირტუალური ოპერატორის (MVNO) მხარე? მაშინ, როდესაც მისი ვალდებულებაა იყოს დარგის ნეიტრალური არბიტრი.


ვებ გვერდი - https://www.magticom.ge/ka/statement

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...