0 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დღეს საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, დღეს საქართველოში, უკვე მეექვსედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის გამოცდილება და შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. ასოციაციის მიზანია წელს საქართველოც ტრადიციულად შეუერთდეს საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

პროექტის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალ თაობასთან, განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. ღონისძიების საერთაშორისო ორგანიზატორი კი „Litworld”-ია.

პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გახსნისა და დახურვის ღონისძიებებს შეგიძლიათ შეუერთდეთ ფეისბუქ გვერდებზე:

 

·       წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე / World Read Aloud Day in Georgia

·       GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

 

დღეს, 12 საათზე წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გახსნის ღონისძიება გამოჩენილ ქართველ ფილოსოფოსს, მთარგმნელსა და მწერალს, ბაჩანა ბრეგვაძეს მიეძღვნება, რომელსაც 2021 წელს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა. ონლაინ შეხვედრაზე მის შემოქმედებაზე ისაუბრებენ დათო ტურაშვილი, ზვიად კვარაცხელია, გიორგი კეკელიძე და გვანცა ჯობავა, რომლებიც წაიკითხავენ ფრაგმენტებს მიგელ დე სერვანტესის "დონ კიხოტის" ბაჩანა ბრეგვაძისეული თარგმანიდან.

მთელი დღის განმავლობაში, 70-მდე ქართველი მწერალი ონლაინ შეხვედრებს ჩაატარებს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად ლიტერატურულ ტექსტებს წაიკითხავს და კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას წიგნიერების მნიშვნელობაზე. თიბისი ყველა მოსწავლესა და სტუდენტს, ვინც წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ავტორების ლაივებს დაესწრება, „საბას“ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომას გადასცემს.

ღონისძიება 6 საათზე დაიხურება მთარგმნელ ხათუნა ცხადაძის, ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძისა და პოეტ პაატა შამუგიას დისკუსიით თემაზე - „ადამიანი და სახელმწიფო: გამოწვევა და გამოსავალი“. სპიკერები ტრადიციულად მიმოიხილავენ გასული წლის აქტუალურ თემებს, ისაუბრებენ ლიტერატურულ ანალოგებზე. საუბრის ბოლოს კი საჯაროდ წაიკითხავენ ლიტერატურულ ტექსტებს. 

ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეექვსედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი, რომელსაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმდჯომარე, რუსუდან მოსიძე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ ბერიაშვილი წარადგენენ. ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას.  წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: პროექტს - "წიგნის თარო" (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), „ფორმულა კრეატივს” (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).

ფოტო თუ ვიდეომასალის გადაღებით, სოციალურ ქსელებში გაზიარებითა და ასოციაციის თუ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის მონიშვნით, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს და გახდეს ღონისძიების მონაწილე.

#WorldReadAloudDay #WRAD2021

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...