თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
|
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქარსი“ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის, Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყანაში luxury ავტომობილების განვითარების კუთხით. ბრიტანულ ბრენდთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა.
აღნიშნული თანამშრომლობა Tegeta cars-ს მისცემს საშუალებას ქართულ ბაზარს წარუდგინოს Bentley-ს გამორჩეული მოდელები. დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობაც, რომელიც აღმაშენებლის #129-ში 2024 წლის ნოემბერში ოფიციალურად გაიხსნება. შოურუმში სრულად იქნება გათალისწინებული Bentley-ის სრულყოფილება. მომხმარებელს საშუალება ექნება Bentley-ის, luxury ბრენდის უახლესი მოდელები დაათვალიეროს და თითოეული მანქანა საკუთარ გემოვნებას მოარგოს. ასევე აშენდება სივრცე სერვისისთვის, რათა თითოეულ ავტომობილს „თეგეტას“ პროფესიონალი მექანიკოსები მოემსახურონ.
პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „Bentley უდიდესი ისტორიის მატარებელი ბრენდია და ჩვენთვის საამაყოა, რომ Tegeta cars ლეგენდარული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, Bentley-ს გამოცდილების ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში გაზიარება და მათი განვლილი გზის გათვალისწინება, როგორც მაგალითისა.
Tegeta cars პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოში luxury ავტომობილების მიმართულებით ოფიციალური წარმომადგენელი იქნება. ჩვენ მომხმარებლის მოთხოვნას ყოველთვის ვსწავლობთ და შესაბამისად ვმოქმედებთ. ამ მიმართულებით დიდი ხანია ქართულ ბაზარზე პოტენციალი გაჩნდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული სეგმენტიც მოვიცვათ“.
Bentley motors 1919 წელს ლონდონში დაარსდა. კომპანია ვალტერ ოუვენ ბენტლიმ მარტივი მიზნით შექმნა: აეშენებინა „სწრაფი, კარგი, საუკეთესო მანქანა თავის კლასში“. სწორედ ამ პრინციპმა განაპირობა ბენტლის წარმატება. დაარსებიდან მალევე Bentley-მ სიჩქარისა და გამძლეობის მიმართულებით მრავალი რეკორდი წარმატებით დააფიქსირა, მათ შორის ინდიანაპოლისში, მენის კუნძულზე და ბრუკლენდში. განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩეოდა Bentley Boys, რომელმაც 1924, 1927, 1928, 1929 და 1930 წლებში ლე მანის კონკურსზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა; მას შემდეგ უდიდესი ავტომწარმოებლის სახელს მრავალი წარმატება უკავშირდება. Bentley ტექნოლოგიურ განვითარებას არ წყვეტს. 2020 წელს კომპანიამ მანიფესტი Beyond100 დაამტკიცა, რომელიც მწარმოებლის მთავარ მიზანს ასახავს - გახდეს ყველაზე მდგრადი ავტომწარმოებელი მსოფლიოში luxury ავტომობილების მიმართულებით.
luxury ავტომობილების მიმართულებით ლეგენდარული ბრენდი მალე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. Bentley უკვე tegeta cars-ის პორტფელშია.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები