0 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა 55 მილიონი დოლარის მოცულობის მოზიდვით კაპიტალისა და ლიკვიდურობის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა

7 აპრილი, 2020 - საქართველოს ბანკმა 55 დოლარის მოცულობის 10 წლიანი ინვესტიცია მოიზიდა. სუბორდინირებული სინდიცირებული სესხის ფარგლებში რესურსი განკუთვნილია ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტად კლასიფიცირებისთვის. ინვესტიციის მოზიდვით ბანკის კაპიტალისა და ლიკვიდურობის პოზიციები კიდევ უფრო გაუმჯობესდა, რაც ბანკს დაეხმარება COVID 19 თან ბრძოლაში. 

„მოხარული ვარ, რომ FMO-სთან ჩვენი გრძელვადიანი და წარმატებული პარტნიორობა ამ მნიშვნელოვანი გარიგებით გრძელდება. სუბორდინირებული სესხი კაპიტალის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგვცემს. მსურს, მადლობა გადავუხადო FMO-ს, რომელმაც  ჩვენს ამჟამინდელ და ახალ პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალ პარტნიორ კრედიტორებს ბანკის კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიკაციისა და კაპიტალის პოზიციის გამყარებაში მხარდაჭერის გაწევისთვის, რომელიც საქართველოს ბანკის, როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკის როლის გაძლიერებაში აისახება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

ინფორმაციისთვის, მოზიდული თანხა იმ 107 მილიონი დოლარობის მოცულობის 10 წლიანი სასესხო ხელშეკრულების მორიგი ტრანშია, რომლის შესახებაც ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გაფორმდა. შეთანხმების სინდიცირების აგენტია FMO - Dutch entrepreneurial development bank. თავდაპირველი მონაწილეები აგენტთან ერთად არიან DEG - Deutsche Investitions-und Entwicklungsgesellschaft, Finnish Fund for Industrial Cooperation Ltd., Obviam, Swedish Development Finance Institution - Swedfund International AB, BlueOrchard Microfinance Fund (BOMF) და Symbiotics Group.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...