1 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

24 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა

24 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მეორე პირსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საუბარია 2 იანვარს ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც ცემის შედეგად მურად წურწუმია გარდაიცვალა, ხოლო მისმა ძმამ სხეულის დაზიანება მიიღო. ბრალდების მხარის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ ბურძენიძე რამდენჯერმეა გამოკითხული, არსებობს მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ბრალდებულის ადვოკატმა კი საპატიმრო გირაოს გამოყენება მოითხოვა. ადვოკატი აცხადებს, რომ ის დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალდების იმ ნაწილს, რომელიც გარდაცვლილი მურად წურწუმიას ჯანმრთელობის დაზიანებას ეხება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თუმცა, რაც შეეხება გარდაცვლილის ძმის ეპიზოდს, ადვოკატი აცხადებს, რომ ვახტანგ ბურძენიძე ამ ნაწილში ჩხუბში მონაწილეობდა, მაგრამ, მისივე განმარტებით, ეს ორმხრივი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები