1 1 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაბუნიას განცხადება - რუსეთის საგარეო უწყება რეაგირებას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის მიმართვას გამოეხმაურა. განცხადება უწყების ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.  კრემლი  ჟურნალისტის განცხადებაზე უსწრაფეს რეაგირებას ითხოვს. 

„კატეგორიულად ვგმობთ თავისი სიმდაბლით უპრეცედენტო გამოხტომას, მიუღებელი უცენზურო გამონათქვამების გამოყენებით რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ, მოწყობილს ქართულ ტელეარხ „რუსთავი2“-ზე. ამას განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ აშკარა პროვოკაციას საქართველოს რადიკალური ძალების მიერ, რომელიც მიმართულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოსათხრელად.

ველოდებით ადეკვატურ რეაქციას პროფილური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან (საზოგადოებისგან). ამის მსგავს გამოვლინებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს ცივილიზებულ ქვეყნებში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები