1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“გახარიას წერილზე გამახსენდა. ჯანსუღ ჩარკვიანს ექსპრომტად ლექსი დაუწერია ქაღალდის ნაგლეჯზე…”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გახარიას წერილზე გამახსენდა. 2002 წელია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვარ და ხშირად მიწევს პარლამენტში ყოფნა. 

ერთი დღეა, დარბაზში შევედი, სხდომა დაწყებული ჯერ არაა, მაგრამ აყალმაყალი დამხვდა. შევიჭერი ჩოჩქოლის შუაგულში და რას ვხედავ, ნესტან კირთაძე პუტავს ვან ბაიბურთს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ბაიბურთი დამტვრეული ქართულით რაღაცას უარობდა, მაგრამ ნესტანი მაინც ჯირყვნიდა. მანამდე კი ასე დაიწყო ყველაფერი. 

ჯანსუღ ჩარკვიანს ექსპრომტად ლექსი დაუწერია ქაღალდის ნაგლეჯზე: 

“ნესტან, ნესტან შენსა დღესა, შენი მკერდი აფრქვევს მზესა…” 

რაღაც ამდაგვარი და ბოლოში ავტორად მიაწერა ვან ბაიბურთი და ნესტანის ადგილას მაგიდაზე დადო. 

მერე რაც მოხდა კი გითხარით, მაგრამ საწყალმა ბაიბურთმა გამაოგნებელი არგუმენტით დააშოშმინა ნესტანი.

“ნესტანჯან ლექსი ცხოვრებაში არათუ არასდროს დამიწერია, არც წამიკითხიაო”.

ვითომ გახარიამაც არ იცის წერა-კითხვა?"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები