0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა ღირს და რამდენ ხანს ცოცხლობს სიყვარული?

ჩამოტვირთვა

მანქანა რომ გაგიფუჭდება , კარგი ხელოსანი უნდა გამოძებნო, სახლი თუ გინდა ააშენო სასურველია ცნობილი არქიტექტორი მოძებნო, ავად რომ გახდები, ექიმს უნდა მიაკითხო. მაშ, ფიზიკური სიყვარული რატომ არის ცხოვრების ერთადერთი სფერო, სადაც სპეციალისტთან მისვლა არ არის საჭირო? ცუდი არ იქნებოდა დამეწერა რომანი, რომლის სათაური იქნებოდა: „ სიყვარული ღირს 500 ევრო“ ამ სიტყვების ავტორი მთელ მსოფლიოში ცნობილი სკანდალური მწერალი ფრედერიკ ბეგბედერია. ღამის კლუბების, გლამურისა და წვეულებების მოყვარულმა ბეგდებერმა ლიტერატურული კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. მისმა რომანებმა მთელს მსოფლიოში აჟიოტაჟი და უფრო მეტიც სკანდალები გამოიწვია."სკანდალური და ექსცენტრიული" - საფრანგეთის ლიტერატურულ წრეებში ბეგბედერს ამგვარი სიტყვებით ხშირად მოიხსენიებენ. ყველაფერი კი 1965 წლის 21 სექტემბერს ნეირ-სიუ-სენში დაიწყო, როცა ქრისტინას და ჟან-მიშელ ბეგბედერს მეორე ვაჟი, ფრედერიკი შეეძინათ. ფრანგულ არისტოკრატიულ ოჯახში გაზრდილ ბიჭს უჩვეულო ქცევა ბავშვობიდან ჰქონდა. ერთ-ერთ ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ მისი ნაწარმოებები მისივე მრავალფეროვანი და სკანდალური ცხოვრების ამსახველ დეტალებს უხვად მოიცავს. ამიტომაც გასდაკვირი არ არის, რომ მსოფლიო აღიარება სარეკლამო ბიზნესის შესახებ დაწერილმა რომანმა, სახელწოდებით "99 ფრანკი", მოუტანა. ნაწარმოების პროტაგონისტი 33 წლის ოქტავ პარანგო ავტორის პროტოტიპად გვევლინება, რომელიც მთელი რომანის განმავლობაში წუხს იმის გამო, რომ გამოუსწორებელი "ფლეიბოი" და ნაძირალაა, თუმცა მისი პიროვნული ტრაგედია სხვა რამეში მდგომარეობს - მას უკეთესობისკენ შეცვლის ძალა აღარ შესწევს. „ყველაფერი წარმავალია: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე. სიკვდილი იმდენადგარდაუვალია,რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს. აბა როგორ უნდა მიხვდე,რომმაინცდამინც დღევანდელი დღეა შენი ბოლო ცხოვრების უკანასკნელი დღე? არდა , სულ გგონოა, რომდრო კიდევ გაქვს! მერე, უცებ , ერთ მშვენიერ დღეს - ბრახ! და გადატრიალდები, რეგლამენტი ამოწურულია. სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენს ორგანაიზერში წინასწარ ვერჩაინიშნება!... ყველაფერი წარმავალია და ყველაფერი იყიდება. ადამინიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც სხვადანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა. ამიტომაც გადავწყვიტე,33 წლის ასაკშისამსახურისათვის თავი გამენებებინა. თანაც, როგორც მოგეხსენებათ საუკეთესო ასაკია აღდგომისათვის!...............“ (99 ფრანკი) გასული საუკუნის 90-იან წლებში ბეგბედერმა სამი ავტობიოგრაფიული რომანი ("შეშლილი ახალგაზრდა კაცის მოგონებები", "არდადეგები კომაში ყოფნის დროს", "სიყვარული სამ წელიწადში კვდება") გამოსცა, სადაც მისი პირველი ალტერეგო მარკ მარონიე მთელი ცხოვრების განამავლობაში საკუთარი თავით, ნარკოტიკებითა და სექსით ტკბობას ვერ ელევა, ისევე როგორც თავად ავტორი. "მარონიე ისეთივე ჰედონისტი და ნარცისია, როგორც მისი შემქმნელი. გარდა ამისა, ის ქალებთან მიმართებაში ნამდვილი ტირანია. მეც ხომ ასეთი ვარ?! იქნებ ცოლმა სწორედ ამის გამო მიმატოვა?!" - ამბობს ბეგბედერი. ” ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ” “სიტყვები ოცნებად კი არა, ცხოვრებად უნდა აქციო; რა მნიშვნელობა აქვს მართლა გიყვარს თუ თავსიკატუნებ, მთავარია, საკუთარი თავის მოტყუებას ახერხებდეო”- ამბობს მწერალი. 2008 წელს მწერალი პარიზის პოლიციამ სამი გრამი კოკაინის შენახვისთვის დააპატიმრა, თუმცა რამდენიმე თვეში მწერალი თავდებით გაათავისუფლეს. გარდა სკანდალებისა ბეგბედერის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა სიყვარულის ძიება გახლავთ. 1997 წელს გამოცემული რომანი "სიყვარული სამ წელიწადში კვდება" სწორედ სიყვარულის ეფემერულობის ტრაგედიას მოგვითხრობს, თუმცა ბეგბედერისეული ტრაგედია ყოველთვის გროტესკული და კარიკატურულია, - გტკივა, მაგრამ არ გეტირება. კოღოს ცხოვრებისთვის ერთი დღე აქვს, ვარდს - სამი, კატას - 13 წელი, სიყვარულს კი სამი წელი.პირველი წელი - ვნების, მეორე - სინაზის და მესამე - მოწყენილობის. პირველ წელს ამბობენ: "თუ წახვალ, თავს მოვიკლავ" მეორე წელს: "თუ წახვალ, გამიჭირდება, მაგრამ შევეგუები" მესამე წელს: "თუ წახვალ, ამას შამპანიურით აღვნიშნავ" მისი სიტყვები ზოგიერთ მათგანში აღშფოთებასაც იწვევს, მაგრამმაინც განაგრძობენ კითხვას ამაზრზენ და მატყუარა საზოგადოებაზე, როგორი სოციუმის წევრებიც თავად არიან. ” სიყვარულს გულთან არაფერი ესაქმება, გული მხოლოდ და მხოლოდ ერთი საზიზღარი ორგანოა,სისხლის ამოსაქაჩი შლანგი და მეტი არაფერი. სიყვარული პირველ რიგში ფილტვებს ემტერება. ის ადამიანის ყველა ორგანოს შორის ყველაზე რომანტიკულია. ყველა შეყვარებული ტუბერკულიოზითაა დაავადებულიo” ფრედერიკ ბეგბედერი ადამიანების იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა პროფესიით მუშაობენ. ბეგბედერის მრავალრიცხოვან პროფესიებს შორის, მწერლობა ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა აღმოჩნდა. მისი აზრით, მწერალს პირველ რიგში გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, როგორ მიჰყიდოს გარყვნილ და ფარისეველ საზოგადოებას გარყვნილ და ფარისეველ საზოგადოებაზევე დაწერილი ნაწარმოები. ეს ყოფილი სცენარისტის, ტელეჟურნალისტის, რედაქტორისა და სკანდალური მწერლის ძირითადი მცნებაა. ფრედერიკ ბეგბედერი: „დღეს დიდი მწერალი ვარ. ჩემი წიგნები ათი ათას ეგზემპლარად იბეჭდება, მაგრამ არ მავიწყდება, როგორ მომიკალით გული, პაწაწინა ჩათლახებო!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები