2 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორი და უშიშროების სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან მოხსნა

უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენპროკურორის ოფისის ხელმძღვანელი ირინა ვენედიქტოვა და მოვალეობების შესრულებას ჩამოაშორა უკრაინის უშიროების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

შესაბამისი ბრძანებები პრეზიდენტის ოფისის საიტზე გამოქვეყნდა.

ვენედიქტოვას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია “უკრაინის კანონის “სამხედრო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ 11 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად“

მეორე ბრძანებით ზელენსკიმ უკრაინისი გენერალურ პროკურორად დანიშნა ალექსეი სიმონენკო.

რაც შეეხება უშიშროების სამსახურის უფროსის ხელმძღვანელს, მისი გათავისუფლების მოტივად მითითებულია “უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინარული წესდების 47–ე მუხლი.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები