0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“საქართველო იმართება როგორც საკუთარი ეზო… ბრიუსელიდან გზავნილია, რომ ოლიგარქიზაცია უნდა დასრულდეს” | რასა იუკნევიჩიენე

 

“საქართველო იმართება როგორც საკუთარი ეზო… ბრიუსელიდან გზავნილია, რომ ოლიგარქიზაცია უნდა დასრულდეს” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” განაცხადა:

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია ევროკავშირის ფუნდამენტური ფასეულობებია და ეს არ ეხება პერსონალიებს. ნიკა გვარამია იქნება თუ ვინმე სხვა, ჩვენ გვაქვს დიდი შეშფოთება იმის გამო, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ამ მოსამართლეებმა, ამ განათლებულმა ხალხმა უნდა გაითავისოს, რომ ეს ევროკავშირის წევრობისთვის დაბრკოლება იქნება. არამხოლოდ მთავრობა და პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელნი ამ პროცესზე, ეს არის პასუხისმგებლობა ნებისმიერი ადამიანის და ნებისმიერი საჯარო მოხელის, რომელიც პასუხს აგებს კანონის უზენაერობასა და დემოკრატიაზე და ეს ეხება მედიის თავისუფლებას და იმ ადამიანებს, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას.

…მე ძალიან მიკვირს, რომ მთავრობაში გონიათ, რომ ჩვენთან ყველა ბრმა არის ევროკავშირში და ვერ ხედავენ რა ხდება საქართველოში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა პროცესები მიდის საქართველოში და ვხედავთ, რომ მართლმსაჯულება ხდება იარაღი იმისთვის, რომ ზეწოლა განახორციელონ თავისუფალ მედიაზე. და ეს ევროკავშირის სამომავლო კანდიდატობა არის პასუხისმგებლობა ასევე მოსამართლეების, რომლებმაც უნდა გამოიტანონ სათანადო გადაწყვეტილება. თუ არ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს სამომავლოდ, ეს იქნება ყველას ბრალი, – ამბობს ევროპარლამენტარი. 

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში განვითარებული მოვლენებისადმი თვალყურის დევნებას: “ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლოების მხარდაჭერა და ეს პროცესი არამხოლოდ ქუჩაში უნდა მიმდინარეობდეს, როცა ატარებ დემონსტრაციებს და ითხოვთ კანდიდატობის სტატუსს, მე მესმის, რომ თავისუფალი მედიის გარეშე ძალიან რთულია, თვალყური მიადევნო იმას, რაც ვითარდება ქვეყანაში”.

ევროპარლამენტარი ამბობს იმასაც, რომ “საქართველო გახდა მძევალი იმ პოლიტიკისა, რომელიც ტარდება ქვეყანაში – სახელმწიფო იმართება როგორც საკუთარი ეზო. ბრიუსელიდან გზავნილი არის, რომ ოლიგარქიცაზია უნდა დასრულდეს”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები