0 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა

ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. თვითმხილველები "ფორმულასთან" ყვებიან, რომ ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც აუზში ჩავარდა. თავდაპირველად შადრევანში ორი ბავშვი ჩავიდა, ორივე მათგანს თვითმხილველთა თქმით, დენმა დაარტყა, მათ დასახმარებლად ადგილზე მესამე ბავშვიც მივიდა. 

დაშავებულებს დახმარება სასწრაფომ გაუწია, მათ შორის ერთი არასრულწლოვანის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო.

"არ ვიცი თემა, მოვიკითხავ. ცხადია, ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ეს მოეკითხება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა", - თქვა კახი კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები