0 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“აშშ-ს ელჩის განცხადება ოთხეულის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, ეს ადამიანები მართლა დეზინფორმაციას ავრცელებენ, სრულიად გავემიჯნებოდით“–კობახიძე

უნდა გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც იყო სამწუხაროდ შეურაცხმყოფელი, ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, “ოთხეულს” განსაკუთრებული წარსული აქვს და “ჩვენ რომ ვფიქრობდეთ”, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილს ავრცელებენ და დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, “აქ სრულიად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად”.

„უნდა გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც იყო სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელი. ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ. სოზარ სუბარი ხომ? რაც მას აქვს გაკეთებული ბევრი ვერ დაიკვეხნის ხომ? ის სახალხო დამცველი იყო და ყველაზე კრიტიკულ დროს უპირისპირდებოდა უმძიმეს რეჟიმს, როდესაც სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებოდა ადამიანებს ეს ყველაფერი. მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ყოველთვის იყო პრინციპების ერთგული და მებრძოლი, დიტო ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და ესეთი ადამიანები არიან, გარდა მათი ფორმალური სტატუსისა და რაც ითქვა ელჩის მხრიდან, რომ ისინი ავრცელებენ ტყუილებს და რუსული ტიპის დეზინფორმაციას. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილს ავრცელებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, აქ სრულიად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად, მაგრამ რეალურად ამაში არ არის საქმე”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები