0 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხარკოვში რუსულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა 13 წლის ბიჭი, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე იცდიდა

უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე იცდიდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმისას გარდაცვლილი მოზარდის 15 წლის დაც დაიჭრა.როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, 20 ივლისს ხარკოვში რუსულ საჰაერო იერიშებს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სარაკეტო დარტყმებისას განადგურდა ახლომდებარე მეჩეთიც.

„ეს არის ტერორის კიდევ ერთი საშინელი აქტი რუსების მხრიდან“, – დასძინა სინეგუბოვმა „ტელეგრამზე“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები