1 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„იმიტომ წამოვედით ოცნებიდან, რომ დასავლეთს უნდა ვაგინოთ და არ გვინდა ბატონ ბიძინას დაბრალდესო“ – დავით ზურაბიშვილი ხუნდაძე-ყაველაშვილ-სუბარზე

პილიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლაზე სოცქსელში წერს:

„ასეთი არაფერი გამიგია: ტიპები ღიად ამბობენ, იმიტომ წამოვედით ოცნებიდან, რომ დასავლეთს უნდა ვაგინოთ და არ გვინდა ბატონ ბიძინას დაბრალდესო.მთლად ამ სიტყვებით ცხადია არა, მაგრამ აზრი ცალსახად ესაა.რაც მთავარია, თვითონ ამბობენ ამას, თავისი პირით.ჰოდა, რა მაინტერესებს: ქართველი ხალხი რომ დებილი ჰგონია ამ ტრიუკის მომგონს, რომელიც ყველაფერს ჭამს რასაც კი მიაწვდი, ეს გავიგეთ, მაგრამ მთელი დასავლეთი თავისი სიაიეით, მი-6-ით, მასონებით, ილუმინატებით და როზენკრეიცერებით რატომ ჰგონია საშუალო სტატისტიკური ლადო კახაძის ან ფრიდონ ინჯიას მსგავსი, აზრზე არა ვარ. ადეკვატურობის პრობლემა გვაქვს აშკარად. “

კომენტარები

მსგავსი სიახლეები