1 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტატუსს აძლევენ ავანსად, ეს არის წამახალისებელი ავანსი..ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის არც მოლდოვის - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სტატუსის კანდიდატის მინიჭებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. 

"რეალურად, სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვას, რომელიც არის ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მაგრამ ამავდროულად მათაც მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენ შემთხვევაში პირიქითაა, ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ეს პირობა, რომელიც დადებულია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია, ტერიტორიის 20% უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. მოლდოვა მძიმე მდგომარეობაშია, თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით ეს არის მოლდოვა.

ჩვენი ევროპელი კოლეგები მე მეუბნებოდნენ და მეც ღიად ვთქვი, რომ უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ იგი არის ომში, თქვენ ნახეთ, რომ ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში, ჩემ პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის არც მოლდოვის," - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები