1 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს

სახალხო დამცველი პრეზიდენტს მიმართავს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება გამოიყენოს. 

ომბუდსმენმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგები. სახალხო დამცველის შეფასებით, განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია და საბოლოო ჯამში, სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

"ვინაიდან წინამდებარე განაჩენი წარმოადგენს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები