1 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"გავიგეთ, რომ ჩვენს ადგილზე უნდა მოიყვანონ მუშები რუსეთიდან" - გაფიცულმა თანამშრომლებმა ბორჯომის ქარხანის პიკეტირება მოახდინეს

"ბორჯომის" ქარხანასთან აქცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ცოტა ხანში ადგილზე შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს ელოდებიან. 

ირკვევა, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად, კომპანია თანამშრომლების ჩანაცვლებას რუსეთიდან ჩამოყვანილი კადრებით ცდილობს.

"გავიგეთ, რომ ჩვენს ადგილზე უნდა მოიყვანონ მუშები საქართველოდან, რუსეთიდან და გადავწყვიტეთ პიკეტირება. ვინც აქამდე შედიოდა მათაც გამოგვიცხადეს სოლიდარობა და აღარ შევიდნენ. ქარხანაში მიმდინარეობს დისკრიმინაცია, დაშინება",- ამბობს ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი. 

კომპანიის შესასვლელთან ახლა 400-მდე ადამიანი იმყოფება, ჩაკეტილი აქვთ ქარხნის შესასვლელები და შენობისკენ გადაადგილების საშუალებას სხვა დასაქმებულებს არ აძლევენ.ისინი პიკეტის მოხსნას არ აპირებენ. ცოტა ხნის წინ პირველ ჩამომსხმელთა ქარხანასთან თანამშრომლები მეორე ჩამომსხმელი ქარხნიდანაც შეუერთდნენ. 

შეგახსენებთ, აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნა კუთვნილი ხელფასების ანაზღაურება, გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება და ადამიანური სამუშაო პირობებია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები